მარსელოსა და რამოსის ინტერვიუ

ბრაზილიელი და ესპანელი ფეხბურთელები თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრნენ.


მარსელო

"ჩვენ პირველ ნახევარში არც თუ ისე კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ნახევარში ჩვენი ნამდვილი სახე ვაჩვენეთ და ორი გოლით მეტი გავიტანეთ, ვიცით, რომ პირველი ნახევარი ცუდად ჩავატარეთ და მწვრთნელი ყოველთვის გვეხმარება, რომ მეორე ნახევარში თამაში გავაუმჯობესოთ. გვესმის, თუ რაც გვინდა.”

"ხაბი ალონსო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ასევე სხვა დანარჩენიც, ასე რომ მისი ყვითელი ბარათი დიდად არ გვაღელვებს და ვეცდებით მომდევნო შეხვედრებშიც გავიმარჯვოთ, ისე როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით.”

"არანაირი უპირატესი შეხედულებით არ ვუყურებთ, რომელიმე მეოთხედფინალისტს. ჩვენთვის მართლაც სულ ერთია ვინ შეგვხვდება შემდეგ რაუნდში.”

რამოსი

"ფავორიტები არ არსებობენ. ყველას პატივი უნდა სცე, ვინაიდან ისინი ამას სხვადასხვა მიზეზების გამო იმსახურებენ. რამოდენიმე სურპრიზი დაფიქსირდა, მაგრამ პარასკევის კენწისყრას დაველოდებით იმის გასაგებად, თუ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე. არ იქნება არანაირი პრობლემა, თუ ის ”ბარსელონა” აღმოჩნდება,”

"უკეთესად ვმოძრაობდით, უფრო მეტ სივრცეებს ვპოულობდით და შესაბამისად უფრო სახიფათონიც ვიყავით მეორე ნახევარში. რაც არ უნდა ითქვას შესვენებისას, ყველაფერი გასახდელში რჩება. ცვლილებები განვახორციელეთ, რამაც თამაში გააუმჯობესა.”

"გვიხარია, რადგან ჩვენმა სამმა თავდამსხმელმა თავი გამოიჩინა. კარიმმა მიუხედავად გადატანილი ტრავმისა, კვლავ გაიტანა.”

"ხაბი დაგვაკლდება მომდევნო ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში , ვინაიდან ის ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ამ გუნდში შეუცვლელი არავინ არაა. სხვა ფეხბურთელები თავიანთ შანსს ელოდებიან.” dle 10.1

  • shvela
  • 15 მარტი 2012
  • 1686
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)