მოურინიო თამაშის შემდეგ

გთავაზობთ ჟოზე მოურინიოს პრესკონფერენციას, რომელიც მან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გამართა.


"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ვართ და ეხლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ პარასკევის კენჭისყრას დაველოდოთ და გავიგოთ, თუ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე.”

"სწორედ ისეთ თამაშს ველოდი, როგორიც ის გამოვიდა. ”ცსკა” ბოლომდე მიყვა იმ ტრადიციას, რომელიც მათ აქვთ და რამე განსაკუთრებულ რისკზე ისინი არ წასულან. დაცვაში საკმაოდ ფრთხილად და ყურადღებით თამაშობდნენ, ხოლო კონტრშეტევებზე კი ძალზედ სახიფათონი იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ გარკვეული მომენტები შექმნეს, მთელი თამაშის მანძილზე სიტუაციას ჩვენ ვაკონტროლებდით. რამე განსაკუთრებული თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ სერიოზული შეხვედრა მოვიგეთ. მატჩი პრაქტიკულად დასრულად, როცა ჩვენ 3:0 დავწინაურდით, მაგრამ ბოლო წუთებზე მაინც მოგვიწია ნერვიულობამ. მიუხედავად ყველაფრის, დღეს ”მადრიდის რეალის” დღე იყო.”

"ხაბი ალონსო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის, მაგრამ სულაც არ ვაპირებთ მისი ყვითელი ბარათების რაოდენობის გამო ტირილს. ნახევარდაცვაში სოლიდურად გამოვიყურებით. გრანეროს და ლასს თავისუფლად შეუძლიათ ხედირასა და ნურის გვერდით თამაში. ამ უკანასკნელის საბრძოლო ჟინის ამაღლებას ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ. ალონსო დაისვენებს და მას შეეძლება დარჩენილ ყველა თამაშში მიიღოს მონაწილეობა. ბოლოსთვის ის ძალიან გამოგვადგება.”

"იგუაინმა და ბენზემამ გოლი გაიტანეს, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ როგორც ერთმა გუნდმა, ისე ვითამაშეთ და ამის წყალობით მოვიგეთ კიდეც. განხილვას აზრი არ აქვს, იგუაინმა და ბენზემამ ორივემ კარგად ითამაშეს.”

"კაკა კარგად გამოიყრებოდა. მან თავისი საუკეთესო წლები იტალიაში გაატარა, მაგრამ ისე, როგორც ამჟამად მუშაობს, არასდროს არ უმუშავია. ნორმალურია, რომ 75-ე წუთზე დაღლა დაგეტყოს, როცა ამდენ საქმეს აკეთებ. მან ფანტასტიკური სამუშაო გასწია და ძალიან მიხარია ის თამაში, რასაც ის აჩვენებს.”

"არ მიმაჩნია, რომ ჩემმა ფგუნდმა შეცდომები დაუშვა დაცვის ხაზში. მეორე ნახევარი ისევე დავიწყეთ, როგორც პირველი, ვინაიდან 2:0 ანგარიში მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ბოლო წუთებზე მოვეშვით, ვინაიდან მთელი გუნდი დადგა, არამარტო მცველები. ”ცსკა”-მ რამოდენიმე ხიფათი შექმნა, მაგრამ პეპე, რამოსი და ყველა მცველი მოწოდების სიმაღლეზე იდგა და ჩვენ თავს დაცულად ვგრძნობდით.”

"ყოველ მატჩში ბოლომდე ვიხარჯები. მომდევნო შეხვედრაზე გარკვეულ როტაციებზე და გადაადგილებებზე ფიქრი მომიწევს ალონსოსთან დაკავშირებით. ჩვენთვის სავსებით ნორმალურია ორი თუ სამი ფეხბურთელის შეცვლა, მაგრამ ლა ლიგას დავიწყება არ ღირს, ვინაიდან ის უფრო მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგასაც თავისი ხიბლი აქვს. ლა ლიგაში მოგებულია ის, ვინც 11 თვის მანძილზე მიდის გამარჯვებისკენ და ჩვენ რამის დათმობას არ ვაპირებთ.”

"ბეკენბაუერი ერთ-ერთი ყველაზე განათლებული და გამოცდილი ადამიანია ფეხბურთში და ვფიქრობ, რომ ის ცდილობს მოაშოროს ზეწოლა თავისი გუნდისგან , როცა ამბობს, რომ მას ფინალში მხოლოდ ”მადრიდის რეალის” და ”ბარსელონას” ხილვა სურს. ”მიუნხენის ბაიერნს” ნებისმიერის დამარცხება შეუძლია და ისინი უფრო მეტად მოტივირებულნი არიან ტიტულის მოსაგებად.” dle 10.1

  • shvela
  • 15 მარტი 2012
  • 2803
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)