პრევიუ: "რეალი" – "ცეესკა"

"სანტიაგო ბერნაბეუზე" დღეს ანშლაგს მოელიან და ამის მიზეზი "რეალსა" და "ცეესკას" შორის გასამართი მატჩია. ორივე გუნდის შემართება საბრძოლოა და მოედანზე მხოლოდ წარმატების მიღებისთვის იბრძოლებს.


"სამეფო" კლუბის წამყვანმა ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს მოუწოდეს, რომ საქომაგოდ მოსულიყვნენ და გუნდისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინათ ხმაურიანად. რასაკვირველია, ეს ასეც იქნება და პუბლიკა მადრიდის "რეალს" გვერდში დაუდგება და ბოლომდე უგულშემატკივრებს.

საბედნიეროდ, გუნდს დაუბრუნდნენ ქარიმ ბენზემა და ლასანა დიარა, თუმცა ლაზარეთში რჩებიან ფაბიო კოენტრაო და ანხელ დი მარია. დანაკლისი მაინც არის, მაგრამ არა იმ დოზის, როგორც ეს წინა მატჩებში იყო.

თავის მხრივ რუსებსაც ჰყავს ოპტიმალური შემადგენლობა და ის ფეხბურთელები, რომლებიც საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებიან. გუნდის შემადგენლობაში იქნებიან ჰონდა და მუსა, რაც დიდი პლიუსია.

მიმდინარე წელს, "ლოს ბლანკოსმა" ლიგაზე 7 შეხვედრა გამართა, აქედან 6 მოიგო და ერთიც, "ცეესკასთან" ფრედ ითამაშა. ცხადია, ეს შედეგი კარგის მანიშნებელია. მოსკოველებმაც, "მერენგთა" მსგავსად 7 შეხვედრა გამართეს, თუმცა აქედან მხოლოდ და მხოლოდ 2 მოიგეს, ხოლო დანარჩენი წააგეს ან ყაიმით დაასრულეს.

პრევიუ: "რეალი" – "ცეესკა"


გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მთელი ლიგის ისტორიის მანძილზე, როცა "თეთრებმა" გასვლაზე 1–1 ითამაშეს, შემდეგ განმეორებით მატჩში აუცილებლად მოიგეს ან უბრალოდ შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი 2003 წელს დაფიქსირდა, სადაც ესპანელებმა დიდი ბრძოლის სანაცვლოდ, 1–0 მოუგეს "ბაიერნის" მოთამაშეებს.

პრევიუ: "რეალი" – "ცეესკა"


Realmadrid.com dle 10.1

  • tata
  • 14 მარტი 2012
  • 2240
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)