მოურინიო:"წინ რთული მატჩი გველის"

რონალდუს პრესკოფერენციის შემდეგ, წარმოგიდგენთ ჟოზე მოურინიოს მიერ გაცემულ კითხვებს მედიკოსების კითხვებზე. პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ "ცეესკა" საკმაოდ ძლიერი და სახიფათო მეტოქეა.


"ჩემპიონთა ლიგის ყოველი მატჩი მნიშვნელოვანია და მითუმეტეს ფლეი–ოფი. აქ ნებისმიერ გუნდს შეუძლია შემოგვთავაზოს სიურპრიზი, რასაც მომზადებულნი უნდა შევხვდეთ. ფეხბურთში არ ხდება სასწაულები, ფეხბურთში გვევლინება მოულოდნელობით აღსავსე ფაქტები".

"გულშემატკივართა მხარდაჭერა უდიდეს როლს თამაშბს წარმატებაში და მათ ხმაურიანი ქომაგობისკენ მოვუწოდებთ. ეს ჩვენ გაცილებით ძლევამოსილს გაგვხდის".

"მოსკოვური კლუბი საკმაოდ ძლიერია და მათ ეს რუსეთშიც განამტკიცეს. "ცეეკსას" თითოეული ფეხბურთელი ფიზიკურად შესანიშნავ კონდიციებში იმყოფება და მათ მიერ შესრულებული სტანდარტებიც უსაზღვროდ დიდ ხიფათს წარმოქმნის. სწორედ მსგავს და თითქოს სრულიად უწყინარ სიტუაციაში გავუშვით გოლი პირველ მატჩშიც. სტუმრად 1–1 ვითამაშეთ და იმის ყველა საფუძველი გვეძლევა, რომ წინ დიდი პაექრობა გველის".

"რაღა თქმა უნდა, გუნდი ბოლომდე იბრძოლებს და მხოლოდ გამარჯვების გზას გაიკვლევს. ჩემი გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და ეს კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ. რუსებიც ანალოგიურად იბრძოლებენ, მოტივაციაც საკმარისი აქვთ, ასევე მათ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაუბრუნდა და კიდევ უფრო შეემართა ბრძოლისკენ".

"გონსალო იგუაინი და ქარიმ ბენზემა შესანიშნავ მდგომარეობაში არიან და ამის გამო, ძალიან მწყდება გული, რომ რომელიმე მათგანი არ ითამაშებს. სიმართლე გითხრათ ჯერ არ გადამიწყვეტია, თუ რომელ ფორვარდს განვაწესებ ცენტრალური თავდამსხმლის პოზიციაზე.

"რას ვფიქრობ სხვა მატჩებზე? მოგახსენებთ, იმ შეხვედრებზე, სადაც ჩემი ყოფილი 2 გუნდი ითამაშებს. "ნაპოლიმ" სახლში 3–1 მოიგო, მაგრამ ჯერ დასრულებული არაფერია. "ჩელსი" შინ ძალიან კარგად თამაშობს და ბოლომდე იხარჯება. დაველოდოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ჩემი აზრით, "ინტერი" უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე "მარსელი" და აქაც ძალიან კარგი ჭიდილია მოსალოდნელი"

Realmadrid.com dle 10.1

  • tata
  • 13 მარტი 2012
  • 2657
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)