ლუის მოლოუნი - ვიცნობდეთ მას!!!

ბევრისთვის არც არის ცნობილი ამ ადამიანის შესახებ, მაგრამ მან თავისი ეპოქა შექმნა მადრიდის "რეალში"...


ლუის მოლოუნი არბელო 1925 წლის 12 მაისს კანარის კუნძულებზე, კერძოდ პატარა ქალაქ, სანტა კრუზ დე ტენერიფეში დაიბადა. პატარა ლუისი მშობლებმა ფეხბურთის წრეზე ადგილობრივ "ტენერიფეში" მიიყვანეს. მამაისი, რაულ მოლოუნი სწორედ ადგილობრივ კლუბის მოათამაშე გახლდათ. იგი 20-იან წლებში ირგებდა "ტენერიფეს" მაისურს. აპლუით ნახევარმცველი 18 წლამდე ზემოთ აღნიშნული კლუბის ასაობრივ გუნდებში გამოდიოდა. 1943 წელს კი იგი პირველ გუნდში გადაიყვანეს, თუმცა ერთი სეზონი ისე გაატარა, რომ მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია.

მომავალ წელს ლუისი "მარინოში" გადავიდა, სადაც კვლავ ვერ ახერხებდა მოედანზე გასვლას. ძირითადად მას მეორე გუნდში უწევდა თამაში. მოლოუნი "მარინოში" 1946 წლამდე დარჩა. აღნიშნულ წელს მოლოუნიმ მადრიდის "რეალის" მაისური მოირგო. მისი დებიუტი 1946 წლის პირველ დეკემებერს შედგა. ამაზე კარგ დასაწყისს ალაბთ ბევრი ოცნებაშიც ვერ წარმოიდგენდა - პირველი შეხვედრაში მოლოუნიმ 79-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, თან როგორ შეხვედრაში - "ბარსელონას" წინააღმდეგ. "რეალმა" ის "კლასიკო" 2-1 მოიგო.

ლუის მოლოუნი - ვიცნობდეთ მას!!!


პირველივე სეზონში მოლოუნიმ საოცარი თამაში აჩვენა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ 1947 წლის 2 თებერვალს, მან ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა "კასტელონის" წინააღმდეგ. "რეალმა" ის შეხვედრა 7-4 მოიგო და მოლოუნიმ დუბლი გაიფორმა. თავის პირველივე სეზონში ლუისი არც ტიტულის გარეშე დარჩენილა - მან მადრიდელებთან ერთად "კოპა დელ რეის" თასი აღმართა.

მოლოუნიმ თანდათან უმატა და ძირითადის უცვლელი წევრიც გახდა. საერთო ჯამში მან 171 შეხვედრა ჩაატარა 11 სეზონის განმავლობაში და 89 გოლიც გაიტანა. იმ დროისთვის ნახევარმცველისთვის ეს ბრწყინვალე შედეგი გახლდათ. მოლოუნი ესპანეთის ნაკრებშიც იქნა გამოძახებული და 1950, 1954 და 1958 წლების მუნდიალებზე ჯამში 7 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 2 გოლიც.

1957 წელს მოლოუნი "ლას პალმასში" გადავიდა, სადაც მხოლოდ სამი შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა. კანრიულ კლუბში გადასვლიდან რამდენიმე კვირაში მან საფეხბურთო კარიერა დაასრულა და კლუბის მწვრთნელის პოსტზე გადაინაცვლა. საერთო ჯამში საკლუბო კარიერის განმავლობაში ლუის მოლოუნიმ მოედანზე 15742 წუთი დაჰყო და გაიტანა 90 გოლი. უნდა აღინიშნოს, რომ მას არ უყვარდა უხეშად თამაში. ამაზე ისიც მოწმობს, რომ კარიერის განმავლობაში არცერთი ყვითელი და მხოლოდ ერთი წითელი ბარათი აქვს მიღებული, კერძოდ 1955 წლის 9 სექტემებრს "ატლეტიკის" წინააღმდეგ. ის მატჩი "რეალმა" 2-1 მოიგო.

ლუის მოლოუნი - ვიცნობდეთ მას!!!


ლუის მოლოუნიმ კარიერაში მხოლოდ ერთხელ შეასრულა ჰეტ-ტრიკი. სამი გოლის გატანა ესპანელმა ნახევარმცველმა 1953 წლის 27 დეკემებრს მოახერხა "ესპანიოლის" კარში. ის შეხვედრა "ბლანკოსმა" 4-3 მოიგო. პირველ გოლზე ზემოთ მოგახსენეთ, ხოლო ბოლოჯერ თეთრი მაისურით ლუისმა "მურისიას" გაუტანა 1955 წლის 23 ოქტომბერს. 70-ე წუთზე მან ანგარიში გაათანაბრა და "რეალი" ქულების დაკარგვისგან იხსნა. სიმბოლურია, რომ მოლოუნიმ უკანასკნელი მატჩი სწორედ "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩაატარა 1955 წლის 13 ნოემბერს. "რეალმა" აქაც იგივე ანგარიშით - 2-1 იმარჯვა.

რაც შეეხება ლუის მოლოუნის ტიტულებს, მან "რეალში" ასპარეზობისას ორი "ლა ლიგის", ერთი "კოპა დელ რეის", ერთი ევა დურანტეს სახელობის, ერთი ჩემპიონთა ლიგის და ერთიც ლათინური თასი მოიგო. სანაკრებო მიღწევად შეიძლება ჩავთვალოთ 1950 წლის მუნდიალზე მეოთხე ადგილის მოპოვება...

გადავიდეთ სამწვრთნელო კარიერაზე... როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მოლოუნი "ლას პალმასის" მთავარი დამრიგებელი გახდა 1957 წელს. აღსანიშნავია, რომ ის ძალიან ახალგზარდა - 32 წლის ასაკში გახდა მწვრთნელი. 1970 წლამდე ლუისი სამი პერიოდის განმავლობაშ ედგა "ლას პალმასს" სათვეში. იყო პერიოდები, როცა უმშევრადაც იყო დარჩენილი. 1969 წელს, ოთხ მატჩში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებსაც გაუწია მეთაურობა. საბოლოოდ ესპანელი "ლას პალმასიდან" "ლა ლიგიდან" გავარდნის გამო დაითხოვეს. და ის დაბრუნდა მადრიდში...

1974 წლის იანვარში მოლოუნიმ ლეგენდარული მიგელ მუნიოსი ჩაანაცვლა. მართალია მას მხოლოდ მაისამდე მოუწია მუშაობა, მაგრამ გუნდი ტიტულის გარეშე მაინც არ დატოვა. სამეფო კლუბმა იმ სეზონშ "კოპა დელ რეი" მოიგო. მაისში იგი მილან მილიანიჩმა შეცვალა. სამი წლის განმავლობაში მოლოუნი სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. 1977 წლის სექტემბერში კი იგი მეორედ გახდა მთავარი დამრიგებელი "ბლანკოსისა". ამჟამად ესპანელმა ორი სრული სეზონი ჩაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ზედიზედ ორჯერ მოაგებინა სამეფო კლუბს "ლა ლიგა".

ლუის მოლოუნი - ვიცნობდეთ მას!!!


1979 წლის ივნისში იგი კვლავ დაითხოვეს და კვალვ სამი წლით. ამ ხნის განმავლობაში "რეალს" სათევში იუგოსლავიელი ვუადინ ბოსკოვი ედგა. 1982 წლის მარტში ლუის მოლოუნი მესამეჯერ გახდა მთავარი მწვრთნელი, მაგრამ სულ რაღაც ერთი თვით. ამ ხნის განმავლობაში მან 6 მატჩი ჩაატარა, 4 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულდა და ერთიც წააგო. "ბლანკოსს" აღნიშნულ წელს კატასტროფული სეზონი ჰქონდა და შესაბამისად ლუისი პოსტიდან დაითხოვეს, თუმცა "კოპა დელ რეის" თასი მაინც მოიგო. "რეალის" დამრიგებელი კი ალფრედო დი სტეფანო გახდა, ორი წლის შემდგომ ამანსიო ამარო, ხოლო 1985 წელს , უკვე მეოთხეჯერ ლუის მოლოუნი დაუბრუნდა მთავარი მწვრთნელის პოსტს.

ლუის მოლოუნი - ვიცნობდეთ მას!!!


ამჯერად ეს ბოლო აღმოჩნდა მოლოუნისთვის. მან 1985 წლის აპრილიდან 1986 წლის აპრილამდე გაუწია მეთაურობა გუნდს და ამ პერიოდის განმავლობაში ორი უეფას თასი, ერთი "ლა ლიგის" და ესპანეთის თასი მოიგო. 1986 წელს 60 წლის ასაკში ლუის მოლოუნიმ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა და მადრიდის "რეალის" სპორტული დირექტორი გახდა. ამ პოსტს იგი 4 წლის განმავლობაში იკავებდა.

ლუის მოლოუნი - ვიცნობდეთ მას!!!


საერთო ჯამში ლუის მოლოუნიმ "რეალში" ექვსი სეზონი ჩაატარა და გუნდი უტიტულოდ არცერთ მათგანში არ დაუტოვებია - მისი მწვრთნელობის პერიოდში "ბლანკოსი" სეზონში მინიმუმ ერთ ტიტულს მაინც იგებდა. საერთო ჯამში კი ლუისს სამი "ლა ლიგის", ორი "კოპა დელ რეის", ორი უეფას და ერთი ესპანეთის თასი დაუგროვდა. სულ მოლუნიმ 234 მატჩი ჩაატარა მწვრთნელის რანგში. ესპანელი დამრიგებლის მეთაურობით მისმა კლუბებმა შეხვედრების დაახლოებით 62% დაასრულეს მოგებით.

ლუის მოლოუნი - ვიცნობდეთ მას!!!


ლუის მოლოუნი 2012 წლის 12 თებერვალს ლას პალმასის საავადმყოფოში 84 წლის ასაკში მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მადრიდის "რეალმა" მას სათანადო პატივი მიაგო - მის დაკრძალვაზე ემილიო ბუტრაგენიო და ამანსიო ამაროც იმყოფებოდნენ. აგრეთვე "ხერესთან" მატჩში ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა მოლოუნის სულს პატივი მიაგეს.... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)