მოურინიო კაპელოს კვალდაკვალ

ბოლო წუთებზე მოგებული მატჩები, დიდი ემოციები, შემობრუნებული შეხვედრები, თავგადაკლული ბრძოლები და ბოლოს დიდი გამარჯვება... ამ სიტყვებით შეგვიძლია აღვწეროთ ფაბიო კაპელოს "რეალი"...


აქ მყოფთაგანთა უმრავლესობას ძალიან კარგად მოეხსენება 2006-2007 წლების სეზონი. 24-ე ტურისთვის სხვაობა "ბარსელონასა" და "რეალს" შორის 6 ქულა გახლდათ და გამომდინარე იქიდან, რომ კატალონიელები ბრწყინვალე ფორმაში იყვნენ, ძნელად სავარაუდო კი არა, წარმოუდგენელ ამოცანად ხდებოდა "ბლანკოსის" ჩემპიონობა, მითუმეტეს კაპელოს ფორმაციის გუნდი მოედანზე ვერ ბრწყინავდა. მაგრამ მათ შეძლეს...

ძნელია დაგავიწყდეს ბოლო ტურების მატჩები, რომლებიც აღსავსე იყო ემოციებით, ცრემლებით... 1996-1997 წლების სეზონის მერე კაპელოს გუნდმა ყველაზე მეტჯერ შეძლო მატჩის შემობრუნდება და ბოლო წამებზე გამარჯვების მოპოვება. განსაკუთრებით გამოსარჩევია რობერო კარლოსის გოლი უელვაში და იგუაინის ბრწყინვალე თამაში "ესპანიოლის" წინააღმდეგ. 90-იანების შუაში კი ასეთი გოლებით თავი კარლოსმა, მიატოვიჩმა, ზეედორფმა, შუკერმა და ილნერმა დაგვამახსოვრა. კულუარებში გუნდის ასეთ ასპარეზობას "საჩემპიონო გუნდის თამაშს" უწოდებენ....

გავიდა წლები და "რეალის" სათავეში მოურინიო მოვიდა. ამ სეზონში პორტუგალიელმა სპეციალისტმა უკვე შვიდჯერ მოახერხა მატჩის ბედის შემოტრიალება.("ატლეტიკი", "რაიო ვალეკანო", "ატლეტიკო", "მალიორკა", "სარაგოსა", "ვალენსია", ბეტისი".). მოურინიოს დამოძღვრილმა "რეალმა" ასე თუ გააგრძელა, კაპელოს რეკორდი დაემხობა, მაგრამ ძნელია გადაფაროს იტალიელი სპეციალისტის მიერ მოგებული "ლა ლიგის" ფასი... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (52)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)