საინტერესო სტატია Marca–სგან

Marca–ს ჟურნალისტებმა საკმაოდ საინტერესო და მეტ–ნაკლებად მრავალფეროვანი სტატია შემოგვთავაზეს. მოგეხსენებათ, 13 და 14 მარტს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის დარჩენილი შეხვედრები გაიმართება. ხსენებულმა გაზეთმა წარმოადგინა ის 11 ფეხბურთელი, რომელიც სავარაუდოდ თავს გამოიჩენს ამ ოთხ შეხვედრაში. თუმცა ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული მიზეზების გამო არ ითამაშონ ან ცუდად ითამაშონ კრიშტიანუ რონალდუმ, მატამ, სნეიდერმა და რობენმა.


მადრიდის "რეალს" არ უნდა გაუჭირდეს "ცეესკასთან" გამარჯვება. თუ ყველაფერი ლოგიკურად მოხდა, მაშინ ესპანელები ძალიან დიდი სხვაობით გაიმარჯვებენ, მაგრამ გარკვეული ინტრიგა მაინც არის შემორჩენილი. ცხადია, ეს ინტრიგა მინიმალურ დოზამდეა დაყვანილი.

რასაკვირველია, "ჩელსი" გახსნილ ფეხბურთს ითამაშებს, ვინაიდან მას დასაკარგი არაფერი აქვს. მოსალოდნელია ლამპარდის კარგი თამაში, რადგან ეს ყველას მოენატრა. ფრენკი ამის გამო მოტივირებული უნდა იყოს, მაგრამ ნეაპოლელების მოტივაცია საზღვრებს სცდება.

რანიერიმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ყურადღება ლიგისკენაა მიმართული. გუნდი იძულებულია მშვიდად ყოფნისთვის 2 გოლი გაიტანოს და არ გაუშვას. სავარაუდოდ, მწვანე მინდორზე ხვალ "ინტერის" შემადგენლობა ასეთი იქნება: სეზარი, მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ზანეტი, პოლი, სტანკოვიჩი, კამბიასო, სნეიდერი, მილიტო და ფორლანი (ან პაცინი).

როგორც იქნა, "ბაიერნი" გამოფხიზლდა და უკანასკნელი შეხვედრა "ბუნდესლიგაში" 7–1 მოიგო, სადაც 4 გოლი მარიო გომესმა გაიტანა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ გომესი არ არის ხელ წამოსაკრავი ფორვარდი და ამას ის "ბასელთანაც" დაამტკიცებს. მოსალოდნელია, რომ "ალიანს" არენაზე გულშემატკივარი რამდენჯერმე იზეიმებს გატანილ გოლს.

ახლა კი ის შემადგენლობა, რომელზედაც სტატიის დასაწყისში გესაუბრეთ. Marca–მ წარმოადგინა სავარაუდო თერთმეტეული, რომელიც გასამართ ოთხ შეხვედრაში თავს დაგვამახსოვრებს. კარებში დგომის ბედნიერება ჯულიო სეზარს ერგო, დაცვაში განწესილნი არიან რამოსი, სამუელი და ფილიპ ლამი. ნახევარდაცვაში განათავსეს შვაინშტაიგერი, ლამპარდი, კაკა და ჰამშიკი. ფორვარდები კი არიან ლავესი, გომესი და ქარიმ ბენზემა.

საინტერესო სტატია Marca–სგან


Marca.com dle 10.1

  • tata
  • 13 მარტი 2012
  • 2733
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (45)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)