კაკა:"მიზანი გამარჯვებაა"

მოგეხსენებათ, ორ დღეში მადრიდის "რეალი" საკუთარი ხალხის წინაშე მოსკოვის "ცეესკას" უმასპინძებს და შეეცდება ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლას და იქაც წარმატებით ასპარეზს. ამასთან დაკავშირებით, რიკარდო კაკამ ინტერვიუ ჩაწერა "სამეფო" კლუბის მთავარ სპონსორ, Bwin–თან.


"ისეთი შედეგი უნდა მივიღოთ, რომ გავიდეთ შემდეგ ეტაპზე და თან დამაჯერებლად. მიზანი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებაა. როგორც ყოველთვის, საკუთარ კედლებში სანახაობრივ, ლაღ და ლამაზ ფეხბურთს იხილავს გულშემატკივარი. ქომაგთა ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან როცა ისინი გვიჭერენ მხარს, ორმაგად მხნედ და მოტვირებულად ვიწყებთ შეხვედრას და ასევე ვამთავრებთ კიდეც".

"ჩვენი გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა და ამას მისი კონდიციებიც ადასტურებს. არ შეიძლება "რეალი" გამოაგდოს იმ გუნდმა, რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ 2 ვარსკვლავია. ჩვენთან? დაახლოებით 15–18 ფეხბურთელი არის იმ დონის და იმ შემართების, ვისი შეძენაც აბსოლიტურად ყველა სპეციალისტს და მენეჯერს სურს. ეს მიგვითითებს იმისკენ, რომ "ბლანკოსი" არის დიდებული კლუბი. გუნდი დამოკიდებულია არა ორ ფეხბურთელზე, არამედ თითოეულზე".

"რუსეთის გუნდი საკმაოდ ძლიერია. მათ ბევრი სირთულეები შეგვიქმნეს მოსკოვში და შესაბამისად, ფრთხილად ყოფნა გვმართებს. "ცეესკას" შეუძლია ყველა გუნდს შეუქმნას პრობლემები და ამას მათი მოტივაციაც ემატება".

"იოზილი ბრწყინვალე ფეხბურთელია. გერმანელი უსიტყვოდ მიგებს და მე ძალიან მსიამოვნებს მისნაირ ფეხბურთელთან ერთად თამაში და შედეგის მიღება. ის ზძლიერია პოზოცოიურად, შეუძლია ფლანგების შეცვლა და თამაშის თავის თავზე აღება".

"არის რამდენიმე გუნდი, რომელსაც შეუძლია წარმატების მიღება და ჩემპიონთა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ გათამაშების ფავორიტები ჩვენ ვართ და ამას დავამტკიცებთ კიდეც. მახსენდება 2002 წლის ფინალი, ზიდანის შესანიშნავი თამაში და "მერენგთა" შეუდარებელი ემოცია მოგების შემდეგ".

Realmadrid.com dle 10.1

  • tata
  • 12 მარტი 2012
  • 1654
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)