ვალდანო : "იგუაინის გაშვება უდიდესი შეცდომა იქნება"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა, გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ თუკი გონსალო იგუაინი სხვა კლუბში გადაბარგდება, ეს იქნება უდიდესი დარტყმა "მერენგების" შეტევითი ხაზისთვის...


"არგენტინელი ფორვარდი უმაღლეს კლასს აჩვენებს და უბრალოდ არ შეიძლება მისი აბუჩად აგდება, გაიხსენეთ რამდენ მნიშვნელოვან მომენტში გაუტანია მას გოლი და წინ გაუყვანია გუნდი. "ბლანკოსისთვის" პიპიტას გაშვება უდიდესი დარტყმა იქნება ამიტომ აბსურდად მიმაჩნია მისი ტრანსფერის თუნდაც აქტუალურობა, გაჩარხვაზე ზედმეტია საუბარი."

"ჟოზე მოურინიოს გუნდში პიპაზე უკეთესი ფორვარდი არ ჰყავს. კარიმ ბენზემა კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა და დარწმუნებული ვარ ფრანგის პროგრესი ჯერ არ შეჩერდება, მაგრამ საშემსრულებლო ოსტატობის მხრივ პიპიტა მასზე ერთი თავით მაღლა დგას."

"გონსალო უკვე რამდენიმე წელიწადია "რეალის" ღირსებას იცავს, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად მან უკვე შეისწავლა და გაითავისა "ბლანკოსის" ფილოსოფია, მას კარგად აქვს გათავისებული ესპანეთის ჩემპიონატის სტილი. თუკი დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობა მას გაუშვებს, ეს იქნება უდიდესი შეცდომა, რომელიც შეტევითი ხაზის პოტენციალის დაქვეითებას გამოიწვევს." dle 10.1

  • Hala
  • 9 მარტი 2012
  • 1979
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)