პირი - "მამაცი გული"

პირი - "მამაცი გული"



ილაპარაკო პირი-ზე ეს ნიშნავს ილაპარაკო ისტორიაზე და ეპოქაზე მადრიდის ''რეალისა''. ფეხბურთელმა , რომელმაც შესწირა თავისი ოცნებები,ცრემლები და სისხლი კლუბს. თუ ხუანიტო სულია "ბლანკოსის", მაშინ პირი მადრიდის სიამაყეა.


16 სეზონი ''რეალ მადრიდში'' - ამით შეუძლია იამოყოს ძალიან ცოტა ფეხბურთელმა, მაგრამ ხოსე მარტინესმა , ცნობილმა ,როგორც პირიმ უბრალოდ კი არ ითამაშა 16 სეზონი, არამედ მან განვლო გზა წარმატებისკენ და დიდებისკენ. საერთო ჯამში მან მოიპოვა 15 ტიტული და ჩაატარა 684 მატჩი (559 აქედან ოფიციალური ,ხოლო 417 "ლა ლიგაში") თეთრი მაისურით და გაიტანა 210 გოლი, მაგრამ ამ ციფრებსაც არ შეუძლიათ რეალურად მისი ღვაწლის ასახვა "ბლანკოსის" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების წინაშე.

პირი - "მამაცი გული"



ახალბედიდან შეუცვლელამდე - ერთი ნაბიჯი


პირი დაიბადა 1945 წლის 11 მარტს სეუტში, იქვე დაიწყო ფეხბურთის თამაში. 18 წლის ასაკში გადაბარგდა "გრანადაში" , სადაც გააგრძელა სწავლა და საფეხბურთო კარიერა. ზუსტად იმ პერიოდში მიიქცია მან "თეთრების" ყურადღება , რომელსაც მაშინ ძალიან რთული მომენტი ედგა - თაობათს ცვლა. უკვე წასული იყო დი სტეფანო , დადგა ახალი ლეგენდების მოყვანის ჯერი კლუბში ... ის მოვიდა პუშკაშის შესაცვლელად.

"მე ვიცოდი , რომ არაფერს წარმოვადგენდი , ისიც ვიცოდი თუ რას წარმოადგენდა ''რეალ მადრიდ''-ი, როცა მან მე შემიძინა: ეს იყო კლუბი, ნამდვილი ჯადოქრებით დაკომპლექტებული. ამიტომ მე კლუბს მიუძღვენი ჩემი თავი დასაწყისიდანვე , მე დავრბოდი და დავრბოდი , ვცდილობდი კლუბში ჩემი ადგილი მომეპოვებინა" , იხსენებს პირი , შეგახსენებთ თუ ვისთან უწევდა მას თამაში , როცა ის მოვიდა გუნდში: სანტამარია ,პუშკაში ,სოკო,ხენტო ,მიულერი... "მე უნდა მეთამაშა ესეთ ლეგენდებთან"! მან თავისი პირველი სეზონი ჩაატარა ისე როგორც თამაშობენ მადრიდში - ძალიან მაღალ დონეზე. ყველაფერ ამაში თავისი წვლილი მცირე იღბალმაც შეიტანა , რადგან ზუსტად მაშინ მიიღეს ტრავმები ფელიქს რუისმა და სუარესმა, რომლებმაც ''ობლად'' დატოვეს იგნასიო სოკო. მიგელ მუნიოსმა, გუნდის მწრთნელმა დასახმარებლად გამოუძახა ახალგაზრდა პირის. ის კი გახდა შეუცვლელი მოთამაშე ძირითადისა.


პირი - "მამაცი გული"




ასე დაიწყო თავისი კარიერა ხოსემ ბლანკოსში, გარშემორტყმული დიდებული ფეხბურთელებით , რომელთა დრო უკვე იწურებოდა. მალევე წავლენ გუნდიდან ლეგენდარული პუშკაში და სანტამარია და მათ ადგილს დაიკავებენ ახალგაზრდა: ველასკესი, ამანსიო და გროსო. "მე მომიხდა თაობათა ცვლის გადატანა საკუთარ თავზე.
მე მოწმე გავხდი გუნდის ეპოქის ცვლისა - ისეთი გუნდიდან, რომელმაც 5-ჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი, ისეთ გუნდამდე, რომელიც ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელით იყო დაკომპლექტებული. ეს არ იყო ადვილი გზა ,იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვლანძღავდნენ" - იხსენებს პირი . ზუსტად ის მიუძღვებოდა გუნდს , რომელიც განიცდიდა წარსულის ზეწოლას. ევროპის ჩემპიონატის თასის მოგების შემდეგ 1966 წელს, გუნდში, რომელშიც თერთმეტივე ფეხბურთელი იყო ესპანელი, სიტუაცია გამოსწორდა და გულშემატკივარმა დაიწყო თავისი ფეხბურთელების დაფასება, უფრო მეტიც, ამაყობდნენ კიდეც მათით. ამ გუნდის კაპიტანი იყო ლეგენდარული ფრანსისკო ხენტო. ყველაზე რთული აღმოჩნდა "ინტერთან" გამკლავება , იმ დროს იტალიელები მოიხსენიებოდნენ,როგორც: "Intere" HH ( "Helenio Herrera"), 1/2 გადალახვის შემდეგ კი ბელგრადის "პარტიზანი" იქნა დამარცხებული ფინალში და ახალგაზდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ავიდნენ ლეგენდების დონეზე. გულშემატკივარმა კი ამ გუნდს შეარქვა :"Real Madrid Ye-yé".


პირი - "მამაცი გული"




მუნდიალიდან-მუნდიალამდე: გზა ნაკრებში



პირი - "მამაცი გული"

სეზონიდან სეზონამდე პირი ახერხებდა ყველას გაოცებას და იყო მისაბაძი მაგალითი მოედნის მიღმათაც. ეს იყო ბრწყინვალე სიმბიოზი:მისთვის "მადრიდი" იყო ყველა და ყველაფერი. ის თვითონ გახდა ყველაფერი მადრიდისთვის. "ლოს ბლანკოსის" 1966 წლის წარმატება იყო დაუვიწყარი პირისათვის, არამარტო მოპოვებული ტიტულისა გამო, არამედ იმიტომაც, რომ ის გამოიძახეს ნაკრებში. ის წავიდა 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე (ინგილსში), ისევე როგორც "თეთრებში" პირი ნაკრებშიც მოღვაწეობდა იგნასიო სოკოსთან წყვილში.

მხოლოდ ორი წლის შემდეგ დებიუტიდან , ის გახდა კაპიტნის სამკლაურის მფლობელი ესპანეთის ნაკრებში."მე სულ არ მეკეთა კაპიტნის სამკლაური , გუნდში იყო ხენტო და ხშირად ამანსიოც ირგებდა კაპიტნობას". როცა ფურიო ჩაიბარა კუბალამ, იმ დროისთვის პირიმ დაასრულა კარიერა ნაკრებში ,1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე (არგენტინაში), მისი ბოლო მატჩში გაიმართა ბუენო-საირესში, შვეიცარიის ნაკრების წინაამღდეგ.

პირის მოსაგონიებლად ძალიან ბევრი ტკბილი მოგონებები არსებობს , ბევრიც ბრძოლაში მიღებული იარაც , ბევრი გმირობა. "როცა მე ვიწყებდი თამაშს ,მაშინ არ იყო შეცვლის წესი მიღებული და მე ვაგრძელებდი თამაშს მოტეხილი ხელით ან სხვა რომელიმე სხეულის დაზიენებული ნაწილით , (ასეთი შემთხვევა იყო მატჩში ''ბარსელონას'' წინაამღდეგ) , არ ვანიჩებდი ტკივილს მნიშვნელობას და ვაგრძელებდი თამაშს." არავის არ დავიწყებია მისი გმირობები : დაზიანებიბით და მოტეხილობებით, მაგრამ მაინც ბრძოლა ბოლომდე. ესე იყო თასებით თასზე 1971 წელს "ჩელსის" წინაამღდეგ....

" მე ვფიქრობ , რომ კლუბის 100 წლიანი არსებობის მანძილზე , ყველაზე მნიშნელოვანი ადამიანი იყო დონ სანტიაგო ბერნაბეუ"

პირი - "მამაცი გული"




უკანასკნელი გაჩერება - პუებლა



1980 წელს 35 წლის ასაკში ის გამოდიოდა ლიბეროში და მოიპოვა თავისი უკანასკნელი გარამჯვება ეპნანეთის ჩემპიონობა 1979/80 წლების სეზონში , ეს იყო რიგით მეათე ტიტული (ლა ლიგა) მის აქტივში. "ჩემი კარიერა ''რეალ მადრიდში" იყო ბრწყივნალე".

16 სეზონის დამთავრებისას ,ის წავიდა კლუბის პრეზიდენტ ლუის დე კარლოსთან და აუწყა , რომ უნდოდა მიეღო მექსიკიდან შემოთავაზებული ვარიანტი. კლუბი "პუებლა" , რომელსაც ფლობდა ესპანური წარმოშობის ადამიანი , აპირებდა გუნდის აღორძინებას და გათვლას აკეთებდა "ლა ლიგის" ვეტერანებზე.

მისი წასვლიდან მალევე "ბლანკოსმა" მოაწყო გამოსამშვიდობელი მატჩი , რომელშიც მონაწილეობას იღებდა ''რეალი'' და ესპანეთის ნაკრები , რომლის მწრთნელიც იყო მისი ძველი ნაცნობი სანტიმარია. მაშინ მან ბოლოჯერ მოირგო კაპიტნის სამკლაური და თეთრი მაისური.... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)