ნისლიანი მადრიდი

ნისლიანი მადრიდი



ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლო ინგლისელმა ფეხბურთელმა დატოვა ''ბლანკოსი''. საუბარია დევიდ ბექემზე, რომელმაც 2007 წლის 11 იანვარს ხელი მოაწერა "ლოს ანჯელეს-გელექს"-თან კონტრაქტს. დღევანდელ სტატიაში მინდა შევეხო ყველა იმ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს , რომლებიც მოღვაწეობდნენ თეთრი მაისურით.


Laurie Cunningham

ნისლიანი მადრიდი


წლები:1979-1984

რითი დაგვამახსოვრდა: ის იყო პირველი წარმომადგენელი ესპანეთში კერძოდ კი "მადრიდის რეალში" ნისლიანი ალბიონისა. ლორი გახდა მადრიდისტა 1979 წელს, მისი გადმოყვანა
თეთრებს, 950 000 ფუნტი დაუჯდათ. კანინგემის დებიუტი ბლანკოსის შემადგელობაში იყო ძალიან იმედის მომცემი. მან პირველივე "ლა ლიგის" მატჩში, "ვალენსია"-ს წინაამღდეგ შეძლო და გაიფორმა დუბლი . მოგვიანებით კი მის თამაშს მიესალმებოდა სრულიად მადრიდული სამყარო. არა ეს არ მომხდარა "სანტიაგო ბერნაბეუზე" პირიქით ეს მოხვდა თეთრების დაუძინებელი მტრის მოედანზე( კამპ ნოუ), რომელშიც ''რეალმა'' იმარჯვა, ლორის თამაშმა კი მოხიბლა ბარსას გულშემატკივრები და ისინი ფეხზე მდგომი აჯილდოვებდნენ ოვაციებით მას. იმავე სეზონში 1979/80 წლებში ლორიმ, თავისი ბრწყინვალე თამაშით და გატანილი გოლებით არაერთხელ იხსნა გუნდი მარცხისგან , როგორც "ლა ლიგა"-ში ასევე
საერთაშორისო არენაზე.
ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდელები გავიდნენ 1/2 ფინალში , სადაც განადგურებულნი იქნენ "ჰამბურგი"-ს მიერ, რომელშიც იმ დროისთვის მოღვაწეობდა ბრწყინვალე კევინ კიგანი. მათ ორი მატჩშიც ჯამში ბლანკოსს გაუტანეს 5 გოლი, საპასუხოდ კი 3 მიიღეს.
შემდეგ სეზონშიც კანინგემმა განაგრძო თავისი პროგრესი და გაიტანა გოლები "ჩემპიონთა ლიგის" საწყის ეტაპზე , მაგრამ მან მიიღო უმძიმესი ტრამვა - ფეხი მოიტეხა. ის პრესამ შენიშნა ესპანეთის კლუბში , წარმატებული ოპერაციის შემდეგ რის გამოც ესპანელმა ჟურნალისტებმა დიდი ამბავი ატეხეს, ხოლო ამ ამბის დადასტურების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ მას ფულადი ჯარიმა დააკისრა.


ნისლიანი მადრიდი


ფეხბურთელის ბრწყინვალე კარიერა ტრაგიკულად დასრულდა , ივლისში 1989 წელს კანინგემი დაიღუპა მადრიდში, ავტოკატასტროფაში .


Steve McManaman


ნისლიანი მადრიდი


წლები:1999-2003

რითი დაგვამახსოვრდა: მემგონი ერთადერთი წარმომადგენელია დიდი ბრიტანეთის , რომლის კარიერასაც მადრიდში შეიძლება უწოდო წარმატებული. ის როცა ესპანეთის დედაქალაქში გადმობარგდა, აქტივში მხოლოდ ორი ტიტული ჰქონდა :ინგლისის თასი და ინგლისის ლიგის თასი, მაგრამ მიუხედავად ამისა , მან მაინც მიიპყრო ბლანკოსის ყურადღება თავისი ბრწყინვალე საშემსრულებლო ოსტატობის , ტექნიკის , სიმაღლის , სისწრაფის , მოედნის კარგი ხედვისა და ბრწყინვალე დრიბლინგის ხარჯზე. მას ასევე შეეძლო თავით კარგი გადაცემის გაკეთება, ასევე ჰქონდა დაყენებული დარტყმა ორივე ფეხით, ამის გარდა ის იყო უნივერსალი და შეეძლო ერთდროულად რამოდენიმე პოზიციაზე: ფლანგზე , ცენტრში და თავდასხმაში თამაში.

დებიუტი გამოდგა შესაშური , სტივმა გიაფორმა ჰეტრიკი პირველი მატჩში თეთრი მაისურით, მაგრამ ამით "ლივერპულის" ყოფილი ვინგერი არ დაკმაყოფილდა და თავის თასების კოლექციას მოგვენიებით შემატა კიდე ერთი თასი თან როგორი: "ჩემპიონთა ლიგა". ლიგის ფინალში , რომელიც იმართებოდა " Stade de France" -ზე "ვალენსია" იქნა დამარცხებული, შეგის (ზედმეტსახელი ფეხბურთელისა) ანგარიშზე კი ჩაიწერა შესანიშნავი გოლი და ფინალის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება.
ამას გარდა სტივი გახდა პირველი ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც სხვა ქვეყნის გუნდთან ერთად შეძლო "ჩემპიონთა ლიგის" მოგება.

ნისლიანი მადრიდი


შემდეგ წელს ტიტულის დაცვა ვერ მოხერხდა - ნახევარ ფინალში ბლანკოსმა ვერ გაუწია სათანადო წინაამღდებოგა "ბაიერნს" და ჯოვანი ელბერს , მაგრამ 2002-ში ზუსტად სტივმა გაიტანა გადამწყვეტი გოლი გასვლით მატჩში "ბარსელონას" კარში, ამ გოლის საშუალებით მადრიდი გავიდა 1/2 ფინალში , შემდეგ კი მოიგო ტურნირი.

მისი სტატისტიკა მართლაც რომ საოცარია : თავის პროფესიუნალურ კარიერაში სტივმა ჩაატარა 560 ოფიციალური მატჩში, გაიტანა 82 გოლი და გააკეთა 170 საგოლე გადაცემა! შეგიმ მადრიდში ყოფნის ჟამს მოიპოვა 8 ტროფეი: 2 ჩემპიონთა ლიგა(ის გახდა პირველი ინგლისელი, რომელმაც ორჯერ შეძლო მთავარი ტურნირის მოგება), ორი "ლა ლიგა " , ორი ესპანეთის სუპერთასი, ასევე მის აქტივშია "უეფას" სუპერთასი და საერთაშორისო თასი.მან თასივი კარგი თამაშის წყალობით მოიპოვა გულშემატკივარის პატივისცემა, რის გამოც ჩვენ ის გვიყვარს და გვენატრება.


David Beckham

ნისლიანი მადრიდი


წლები: 2003-2007

რითი დაგვამახსოვრდა: ყველა ინგლისელისიგან , ვინც ამ სტატიაშია მოვყანანილი , ზუსტად ის იყო ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი მადრიდის "რეალი"-სთვის. ასევე ყველაზე გაყიდვადიც, მისი მაისურებს , სარეკლამო
რგოლებსა და აზიური ტურნეებს დიდი შემოსავალი მოჰქონდა კლუბისთვის და ბექემის პოპულარობაც პიკს აღწევდა. სამაგიეროდ თამაშის ხარისხი... მის გადმოსვლამდე გუნდში მოვიდნენ ზინედინ ზიდანი და ლუიშ ფიგუ, რომლებმაც უკვე მყარად დაიკავეს გამთამაშებლის და მარჯვენა ნახევარმცველის პოზიცია. მაშინ ისმოდა კითხვა: სად უნდა დავაყენოთ დევიდი? ჩამშლელის პოზიციაზე განაცხადა კეირუშმა, და ბექემის ამოცანა გახდა უმტკივნეოლად შეცვლა კლოდ მაკელელე-სი. ამის მიღწევა კი არ გამოუვიდა ინგლისელს: შემტევი ფეხბურთელი თავისდაუნებურად მიდიოდა შეტევაში , რის შედეგადაც მოედნის ცენტრი ბევჯერ ჩავარდა, მაგრამ ბექემი ცდილობდა , როგორც შეეძლო , ის აკეთებდა ყველაფერს , რომ ის აღეთქვათ არა გლამურულ ვასკვლავად ,არამედ გუნდისთვის სასარგებლო და შედეგის მომტან პროფესიონალ ფეხბურთელად, თუმცაღა ტროფეი მაინც არსად ჩანდა და "გალაკტიკოს" ფეხბურთელის 23 ნომრიანი მაისურის გაყიდვამ უფრო და უფრო იკლო, ეს იმას ნიშნავდა, რომ მისი დრო მადრიდში იწურებოდა და დასასრულს უახლოვდებოდა. საოცრად დრამატული აღმოჩნდა მისი პირველი და უკანსკნელი პრიმერას მოგება: თითქოსდა უკვე არასაჭირო ფეხბურთელი ფაბიო კაპელოსთვის (ძირითადიდან ამოვარდნილი), რომელსაც უკვე ხელი ჰქონდა მოწერილი "ლოს ანჯელეს-გელექსთან" კონტრაქტზე, თამაშობს გადამწყვეტ როლს ''ლა ლიგის'' მოგებაში.

Jonathan Woodgate

ნისლიანი მადრიდი



წლები:2004-2006

რითი დაგვამახსოვრდა: შეიძლება ასეც ითქვას , სატრანსფერო ცრემლები მადრიდის "რეალი"-სა. ის, სანამ ბლანკოსში მოხვდებოდა, ადვლიდად განვლო გზა პრემიერ ლიგის გუნდებში. ჯონათანმა ნიუკასლიდან მოირგო თეთრი მაისური.ბრიტანულ პრესაში ტიტი გაოგნება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ დონ პერესმა ცენტრალური მცველი ტრავმიანი შეიძინა. ლაზარეთში მყოფ მოთამაშეში, ესპანელებმა 18 მლნ. გადაიხადეს. სადებიუტო სეზონში მას მაინც არ მოუწია თამაში. მისი დებიუტი კი შედგა 2005 წლის 22 სექტემბერს ესპანეთის ჩემპიონატში , ბილბაოს" ატლეტიკთან" დაპირისპირებაში. მისი თამაში წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა , მან თავის კარში მოათავსა ბურთი,მიიღო ორი ყვითელი ბარათი და იქნა მოედნიდან გაძევებული. 1 თვეში მან გაიტანა პირველი და უკანასკნელი გოლი მადრიდულ კარიერაში. ყველას ეგონა , რომ ეს გოლი მას შემატებდა თვითდაჯერებულობას მაგრამ ამაოდ , მან ისევ მიიღო ტრამვა და კვლავ დაწვა საოპერაციო მაგიდაზე, რომელმაც აიძულა მუნდიალის გამოტოვება (გერმანიაში). ბლანკოსის ხელმძღვანელობამ კი ის ჯერ არენდის წესით გაუშვა "მიდლსბრო"-ში, ხოლო შემდეგ კი გაყიდა და დაემშვიდობა მას სამუდამოდ.
MARCA:-ს ვერსიით ეს ტრასფერი იქნა აღიარებული 21-ე საუკუნის ყველაზე ცუდ შენაძენად.

Michael Owen

ნისლიანი მადრიდი



წლები:2004-2005

რითი დაგვამახსოვრდა: მადრიდში მოსვლის ჟამს , მას უკვე ჰქონდა ძალიან დიდი გამოცდილება, რამდენიმე მოპოვებული თასი და ასევე ძალიან ბევრი გატანილი გოლი. კლუბი კი დატოვა , როგორც ერთ-ერთმა არ გამართლებულმა პროექტმა, რომელშიც პერესმა ფული ამაოდ ჩადო. ალბათ ის ვარაუდობდა , რომ მადრიდული სამყარო მალევე მოიხიბლებოდა მისი გოლების გატანის ტალანტით , მაგრამ ყველაფერი სხვანაირად წარიმართა: ოუენი ჩამოყალიბდა მეოთხე ფორვარდად გუნდში, ეს ვარიანტი კი მას ნამდვილად არ აწყობდა , რამეთუ მას სურდა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება. პირველივე შესაძლებლობისას მან აჩვენა ყველას რომ იმსახურებდა თამაშს და შეეძლო გოლების გატანა , მაგრამ როცა 2005 წლის ზაფხულში, გუნდში მოვიდნენ რობინიო და ბაბტისტა, მაიკლმა განაცხადა , რომ აპირებდა გუნდის დატოვებას . "ლივერპული"-სთვის , რომელიც ოცნებობდა თავის გოლეადორის დაბრუნებას. ეს განცხადება ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა , მაგრამ მათ თხოვეს ოუინს დაეცადა იანვარის დადგომამდე , რაც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და უარით გაისტუმრა ეს შემოთავაზება.მას პრაქტიკა სურდა, და საბოლოოდ გააფორმა კონტრაქტი "ნიუკასლთან" ,რომელშიც მაიკლის საქმეები უფრო უარესობისკენ წარიმართა, ტრამვებმა ის გაააწამა და 4 სეზონში მან მხოლოდ 72 მატჩის ჩატარება შეძლო. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)