არასდროს ვითამაშებ მანჩესტერის №2 გუნდში

პორტუგალიელმა კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ იგი ნამდვილად არ ფიქრობს ესპანეთის დედაქალაქიდან წასვლაზე, მაგრამ თუკი ოდესმე ის მადრიდს დატოვებს, არასდროს აიღებს გეზს კვლავ მანჩესტერისკენ და არ მოირგებს "სიტის" ფორმას...


"მადრიდში ძალიან ბედნიერი ვარ, ვცდილობ მაქსიმალურად დავიხარჯო და ადგილობრივ კლუბს დიდი წარმატება მოვუტანო, აქაურობა ძალიან მიყვარს და ნამდვილად სულელი უნდა ვიყო, რომ წასვლაზე დავიწყო ფიქრი."

"არაფერია გამორიცხული, ხანდახან ისეთი რაღაცებიც ხდება, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენთ, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი : "არასდროს ვითამაშებ მანჩესტერის №2 გუნდში", რადგან მე იუნაიტედის ფეხბურთელი ვიყავი და არ მსურს იმ კოლექტივს შევუერთდე, რომელიც ფერგიუსონის გუნდთან მუდმივ უთანხმოებაშია."

"სიტიში დიდი ინვესტიციები იდება და დარწმუნებული ვარ ეს გუნდი ანგარიშგასაწევი გახდება და უმაღლესი მწვერვალების დასაპყრობად იბრძოლებს, მაგრამ ჩემთვის მანჩესტერულს გუნდებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება არ არსებობს, მე მხოლოდ იუნაიტედს ვაფასებ."

ამ კომენტარის შემდეგ სიტის ხელმძღვანელები ალბათ სამუდამოდ დაანებებენ თავს კრიშტიანოზე ოცნებას, რადგან ორმა პრობლემამ იჩინა თავი. პირველ რიგში სამეფი კლუბი არავითარ შემთხვევაში არ შეელევა საკუთარ ვარსკვლავს, შემდეგ კი გასათვალისწინებელია პრინციპები, რომელსაც "7"-იანი არ უღალატებს. dle 10.1

  • Hala
  • 7 მარტი 2012
  • 2915
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (358)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)