კრიშტიანუმ ''ლა ლიგის'' 12 გუნდზე მეტი გოლი გაიტანა

კრიშტიანუმ ''ლა ლიგის''  12 გუნდზე მეტი გოლი გაიტანა


ამბობენ , რომ ერთ ფეხბურთელს არ შეუძლია თამაშის მოგება , მაგრამ ეს არ ეხება კრიშტიანუს , მას შეუძლია გაუტოლდეს ეფექტურობით მთლიან გუნდს , როგორც აღმოჩნდა არაერთს. ის თავისი 30 გატანილი გოლით აღემატება ''ლა ლიგის '' 12 გუნდს. წინა წელს კი მან გაიტანა 40 გოლი და არამცთუ მოხსნა პრიმერას რეკორდი, არამედ გაუმჯობესა ის. ამ სეზონში კი ის აჩვენებს საოცარ თამაშს, ყველაფერი კი თავისივე რეკორდის გაუმჯობესებისაკენ მიდის.


2010/11 წლის სეზონში 25 მატჩის შემდგომ რონალდუს ანგარიშზე იყო 24 გოლი , 6 გოლით ნაკლები ვიდრე ახლანდელი მაჩვენებელი. თვით ფეხბურთელს იმის გაგონებაც კი არ სურს, რომ მისი მთავარი მიზანი რეკორდის გაუმჯობესებაა, მაგრამ გულშემატკივრები იმედოვნებენ , რომ იხილავენ არამარტო კლუბის გამარჯვებას ჩემპიონატში, არამედ კიდევ ერთ ტრიუმფს პორტუგალიელისას.


მიმდინარე სეზონში რონალდუმ მიაღწია საუკეთესო მაჩვენებელს თავის კარიერაში , მისი საშუაოლო მაჩვენებელი მატჩში გოლებისა 1,2-ია. ეს შედეგი კლუბის ისტორიაშიც საუკეთესოა. ამ ტემპით გაგრძელების შემთხვევაში , მას შეუძლია თავის აქტივში ჩაიწეროს 45 გოლი. მას ამ სეზონში უკვე დაუგროვდა 38 გატანილი გოლი (30 ''ლა ლიგა''-ზე, 4 ''ჩემპიონთა ლიგა-ზე'', 3 ''კოპა დელრეი''-ზე და 1 სუპერთასზე).

ერთადერთი შემაბრკოლებელი ფაქტორი, რეკორდებისკენ მიმავალ გზაზე, შეიძლება აღმოჩნდეს 4 მიღებული ყვითელი ბარათი, შემდეგი ბარათი კი ავტომატურად ტურის გამოტოვებას ნიშნავს. ჯერ-ჯერობით კი ''ესპანიოლთან'' გატანილი გოლის წყალობით ის დაეწია პაინსს 124 გატანილი გოლის წყალობით.


''ესპანიოლის'' კარში გატანილი გოლი და მესის დისკვალიფიკაცია მას დაეხმარა , ბომბარდირთა დავაში გაემყარებინა პოზიცია უახლოეს მდევართან. მესამე ადგილზე გატანილი გოლებით იმყოფება ლონდონის ''არსენალის'' თავდამსხმელი რობინ ვან პერსი, მის ანგარიშზე 25 გატანილი გოლია.


კრიშტიანო რონალდოს 124 გოლიდან, 88 იქნა გატანილი მარჯვენა ფეხით , 24-მარცხენათი და 12 თავით.

წყარო:as.com








dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)