¡Feliz cumpleaños, nuestro Real Madrid!

მადრიდის "რეალი" - კლუბი, რომელსაც მოგებული აქვს ცხრაჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ საკონტინენტთაშორისო, ორჯერ უეფა, ერთხელ უეფას სუპერთასი, 31-ჯერ "ლა ლიგა", 18-ჯერ "კოპა დელ რეი", რვაჯერ ესპანეთის სუპერთასი, კლუბი, რომელიც ფიფამ მეოცე საუკუნის გუნდად დაასახელა, დღეს 110 წლის იუბილეს ზეიმობს...


ინოვაცია, ხარისხი, სპორტულობა, წარმატება ... ეს რამდენიმე სიტყვაა, რომელიც ასახავს "რეალის" 110 წლიან ისტორიას. 1902 წლის 6 მარტს მადრიდის "რეალის" დირექტორთა საბჭო შეიკრიბა და "ბლანკოსის" პირველი პრეზიდენტიც აირჩიეს - ხუან პარდოსი. იგი მომავალი 2 წლის განმავლობაში ედგა სათავეში სამეფო კლუბს, ხოლო 1904 წელს ხუანი მისმა ძმამ, კარლოს პარდომ შეცვალა. თუმცა 6 მარტამდე, სანამ მადრიდის "რეალი" ოფიციალურად დარეგისტრირდებოდა, როგორც კლუბი, მას ხუან პალასიოსი მეთაურობდა.

1904 წლიდან მადრიდის "რეალმა" უკვე ოფიციალურად დაიწყო ტურნირებზე მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება "ბლანკოსის" პირველ ტიტულს. 1905 წელს "მერენგებმა" ესპანეთის თასის მოგება მოახერხეს. ფინალში მათ ბილბაოს "ატელტიკს" სძიეს. მას შემდეგ "რეალმა" დაიწყო და დაიწყო, კლუბის მუზეუმს პრაქტიკულად ყოველწლიურად ემატებოდა რაიმე თასი. დაწყებული პირველი ტიტულიდან დღემდე, "ბლანკოსმა" ჯამში 178 თასს მოუყარა თავი(როგორც ოფიციალურ, ისე ამხანაგურ ტურნირებზე მოპოვებული).

მადრიდის "რეალს" დაუფასდა მეოცე საუკუნეშ გაწეული გარჯა საფეხბურთო კაცობრიობისთვის და 2000 წლის 23 დეკემბერს ფიფამ "ბლანკოსი" მეოცე საუკუნის გუნდად დაასახელა. 2004 წელს კი იოზეფ ბლატერმა "რეალს" "მეტრიტის" ჯილდო გადასცა, საფეხბურთო კაცობრიობის განვითარებაში მიღებული უდიდესი წვლილის გამო. აღნიშნული ჯილდო ფიფას ნობელის პრემიით გახლავთ ცნობილი. ამ 110 წლის მანძილზე "რეალმა" საუკეთესოს სტატუსი ბრწყინვალე ფეხბურთელების ხარჯზე მოახერხა, როგორებიც არიან, დი სტეფანო, ფუშქაში, გენტო, ამანსიო, ხუანიტო, ბუტრაგენიო, ზიდანი, რაული, რონალდო, კასილასი, რონალდუ და ა.შ....

მადრიდის "რეალი"ბიზნესის მხრივ ყოველთვის წარმატებული გახლდათ. კლუბს ჰყავს უდიდესი საფეხბურთო სკოლა, აგრეთვე გააჩნია საკალათბურთო გუნდიც. "რეალს" ნამდვილად საამყოდ აქვს საქმე ვალდებებასის სამწვრთნელო ბაზით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზულ ბაზას წარმოადგენს. 2005 წლის 30 სექტემბერს მადრიდის "რეალი" მსოფლიოს საუკეთესო სპორტულ დაწესებულებად დასახელდა.

მეოცე საუკუნის სამოციან წლებში დაარსდა ე.წ. კანტერა, რომელიც წლების განმავლობაში ბრწყინვალე ფეხბურთელების სამჭედლო გახლავთ. სწორედ კანტერიდან აღმოცენდნენ ისეთი დიდაი ფეხბურთელები, რომლებიც ადგენდნენ ყველასთვის კარგად ნაცნობ "ბუტრაგენიოს შსანიშნავი ხუთეულით", აგრეთვე რაული, კასილიასი და ა.შ...

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მადრიდის "რეალს" საკალათბურთო გუნდიც ჰყავს, რომელიც ევროპაშ ერთ-ერთი საუკეთესო გახლავთ. ამაზე მის მიერ მოპოვებული ტიტულებიც მოწმობს - რვაჯერ ევროპის თასი, ოცდაათჯერ ესპანეთის, 23-ჯერ "კოპა დელ რეი", ოთხჯერ ევროპის თასების თასი, და სხვადასხვა ტურნირების თასები...



ეს მადრიდის "რეალი" გახლავთ დიადი ისტორიით, ფეხბურთელებითა და ტიტულებით....



dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)