მიჩელ სალგადო - ''ორი ერთში''

მიჩელ სალგადო - ''ორი ერთში''



დროის სხვადასხვა მონაკვეთში, გავიხსენე ის ფეხბურთელები, რომლებმაც ასე თუ ისე თავისი კვალი დატოვეს მადრიდის "რეალში'', ამ სტატიაში კი საჭიროდ მივიჩნიე შევხებოდი ფეხბურთელს, რომელმაც 10 წარმატებული წელი დაჰყო "ბლანკოსში".


მას, ალბათ, თავიდანვე ხაზგასმით ევალებოდა გაეხარებინა ''სანტიაგო ბერნაბეუს'' პუბლიკა , ზუსტად ამ სტადიონზე შედგა მისი დებიუტი ლა ლიგაში, ''სელტას'' შემადგენლობაში. ეს მოხდა 22 დეკემბერს 1995 წლისა, მიჩელი გამოვიდა შეცვლაზე 14 ნომრიანი მაისურით, ''სელტა'' საგრძნობლად ჩამორჩებოდა იმ მატჩში ბლანკოსს და რთული იყო მისთვის იმ მომენტში თავის გამოჩენა, მაგრამ სალგადომ საკმაოდ დამაჯერებლად , ერთი-ორჯერ მწვავედ შეუტია თავისი მარჯვენა ფლანგიდან.
ამ მატჩის შემდგომ სალგადოს სწრაფად ინტეგრირება ''სელტას'' რიგებში არ მოხერხდა და მას მოუწია გადასამზადებული კურსის გავლა ''სალამანკაში''. მან იქ 36 მატჩში დაჰყო. შემდეგ კი დაბრუნდა ვიგოს რიგებში. ზუსტად ეს გადასამზადებელი კურსი წაადგა მას ძალიან კარგად .


მიჩელ სალგადო - ''ორი ერთში''



ორი ბრწყინვალე სეზონის შემდეგ ''სელტას'' რიგებში ,სალგადო გახდა ყველა ესპანური წამყვანი კლუბის სამიზნე. ყველაზე მონდომებულები კი აღმოჩნდენ მადრიდელები და ის გადაბარგდა სწორედ ბლანკოსში 11 მილიონ დოლარად.

მიჩელი ყველას გასაკვირად მალევე გახდა შეუცვლელი ფიგურა ბლანკოსის დაცვისა. მან პირველივე თავის სადებიუტო სეზონშივე შეძლო და მოიგო გუნდთან ერთად ''ჩემპიონთა ლიგა''.
სადებიუტო სეზონის დასრულების ჟამს , 1999/2000 წლებში მის კარიერაში იყო უკვე უამრავი ტიტული, ისინი მას იზიდავნენ როგორც მაგნიტი. ის იყო ოთხგზის ''ლა ლიგის'' ჩემპიონი, სამგზის ესპანეთის სუპერთასის მფლობელი , ამას დამატებული კიდე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული , საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გამაჯვებული და უეფას სუპერთასის გამარჯვებული. ეს მართლაც შთამბეჭდავი კოლექცია.

ყველაფერი ესე ტკბილათაც არ განვითარებულა , 2000 წლის ზაფხული იყო გადამწყვეტი მისი მადრიდული კარიერისთვის. მიჩელმა შეძლო და დაუმტკიცა გულშემატკივრებს, რომ ის გირსი იყო ''მადრიდის რეალში'' თამაშისა, მაგრამ გუნდში შეიცვალა პრეზიდენტი , და მისი მომავალი აღმოჩნდა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგრამ სალგადო ცნობილი თავისი პირდაპირობით, მაშინვე შეხვდა ფლორენტინო პერესს და უთხრა მას, რომ სურს დარჩენა გუნდში და არ აპირებს საოჯახო საკითხებში ფეხბურთი გარიოს. მან დაარწმუნა პერესი, რომ მისთვის თამაში ბლანკოსში იყო პრიორიტეტული და საამაყო, როგორც მერე იხსენებდა სალგადო, პერესი გამოუტყდა მას, რომ ამ საუბარმა ბევრი რამ შეცვალა მისდამი დამოკიდებულებაში, ამის შემდეგ კი ისინი შესანიშნავად უგებდნენ ერთმანეთს.
მართალია მათ შორის იყო კიდევ ერთი გადამწყვეტი საუბარი 2003 წლის ნოემბერში , როდესაც ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო სალგადოს გაყიდვა ''ლონდონის ჩელსიში'', მაგრამ მიჩელს ძალიან უნდოდა დარჩენა. ''ალტეტიკო ბილბაოსთან'' მატჩის შემდეგ, როგორც შემდეგ თქვა სალგადომ, ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და საკითხი იქნა გადაწყვეტილი 5 წუთში.


მიჩელ სალგადო - ''ორი ერთში''



კარიერა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც ყოველთვის არ ვითარდებოდა ადვილად და უდარდელად. მისი დებიუტი შედგა 1998 წელს, 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში , სადაც მისმა გუნდმა მარცხი განიცადა ''კიპრის'' ერონულ ნაკრებთან დაპირისპირებაში ანგარიშით 2:3. მიუხედავად ამისა მიჩელი გახდა ძირითადის მოთამაშე ეროვნულ ნაკრებში და გაემგზავრა ბელგიაში და ჰოლანდიაში (ამქვეყნებში იმართებოდა 2000 წლის ევროპის ჩემპიონატი). 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ის ვერ მოხვდა , იმ დროინდელი ეროვნული ნაკრების მწრთნელს , ხოსე ანტონიო კამაჩოს არ მოეწონა მისი ფიკიზური ფორმა და დატოვა ნაკრებს მიღმა. ინიაკი საესის მოსვლის შემდეგ კი ის ისევ გახდა ძირითადის ფეხბურთელი ნაკრებში,მხოლოდ და მხოლოდ მისმა ტრამვამ არ მისცა საშუალება მონაწილეობა მიეღო, 2004 წლის ევროპის ჩემპიონატში. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის (გერმანიაში), მოსამზადებელი მატჩები მან ჩაატარა მთლიანად და გაემგზავრა თავის პირველ და უკანასკნელ მსოფლიო ჩემპიონატზე, მას იქ მოუხდა მხოლოდ 1 მატჩის ჩატარება, ისიც არაფრის გადამწყვეტი არ იყო ''საუდის არაბეთის'' წინაამღდეგ.თავისი ბოლო მატჩში ნაკრებში, მან 2006 წლის 6 სექტემბერს ჩაატარა, ''ჩრდილოეთ ირლანდიის'' ნაკრების წინაამღდეგ, სადაც ''ესპანეთი'' დამარცხდა ანგარიშით 2:3.
ამის შემდეგ არაგონესმა , გადაწყვიტა გუნდის ''განახლება'' და ვეტერანები ნაკრებს ჩამოაშორა. სალგადოს ანგარიშზეა ნაკრებში 53 მატჩში.


მიჩელ სალგადო - ''ორი ერთში''





ჩვენ გავიხსენეთ მისი მონაპოვარი კლუბში, მაგრამ საქმე მარტო ამაში როდია, ამ მცველმა შეძლო ძალიან ბევრის გაკეთება კლუბისთვის და მოიპუვა გულშემატკივრების სიყვარული თავისი თამაშის ხარისხით , პროფესიონალზმით და უსაზღვრო სიყვარულით ბლანკოსის მაისურისა .

მიჩელ სალგადო - ''ორი ერთში''


პატარა , თითქოსდა შეუმჩნეველი .., მაგრამ მოედანზე ის იყო ყველგან. მან ბევჯერ იხსნა გუნდი სისწრაფის ხარჯზე, ამავდროულად ის ასწრებდა შეტევაშიც ჩართვას მარჯვენა ფლანგიდან ... სინამდვილეში ეს იყო სალგადო-უკომპრომისო მცველი , რომელიც ხშირად და სიამოვნებით ერთვებოდა შეტევაში და არასდროს არ წყვეტდა ბრძოლას, ამხანაგურ მატჩებშიც კი . 35 წლის ასაკშიც მან არ დაკარგა თავისი სისწრაფე და გამძლეობა. ესპანელი მცველისგან გაქცევა ყოველთვის ძალიან ძნელი იყო , თუნდაც ყველაზე სწრაფი ფეხბურთელს უჩირს მასთან გამკლავება, მას აქ შემორჩენილი სწრაფი სტარტი და უდიდესი გამოცდილება რის ხარჯზეც ის ახერხებს მეტოქესთან გამკლავებას , ის გრძნობს თუ რა მიმართულების გაიგზავნება ბურთი ანუ კითხბულობს გადაცემებს და არ აძლევს მეტოქეს მისი მიღების შანს. მისი გამძლეობის გამო მას თავის დროზე შეარქვეს ზედმეტსახელი:- ''ორი ერთში''.
სალგადომ ასაკის მატებასთან ერთად დაიწყო პოზიციების დათმობა ახალგაზრდა და ამბიციურ ფეხბურთელთან სერხიო რამოსთან და ის ძირითადში იშვიათად გვევლინებოდა. ამისდამიუხედავად ის, ყოველთვის მზად იყო გუნდის დასახმარებლად რთულ მომენტებში. სალგადო რჩებოდა და ახლაც რჩება ერთგულ მადრიდისტად, რის გამოც ჩვენ მას ვაფასებთ .

მიჩელ სალგადო - ''ორი ერთში''



ის წავიდა ღირსეულად. არანაირი უთანხმოება და სკანდალი. პირიქით , განშორება გამოვიდა ლამაზი ემოციური. გამომშვიდობების ცერემონიალის მიმდინარეობისას, პერესმა აჩუქა საათი მიჩელს , რომელზეც იყო მადრიდის რეალის გერბი გამოსახული და მისი ბლანკოსში მოღვაწეობის თარიღი 1999/2009 წლები, ამის გარდა მან დააჯილდოვა სალგადო კლუბის ოქროს მედლით,რომელიც მორთული იყო წითელი ბრილიანტის ლალის თვლებით.


მიჩელ სალგადო - ''ორი ერთში''




გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე , ვეტერანმა მაინც ვერ შეძლო ცრემლების შეკავება:
ამ მომენტის შემდეგ, მე ვუგულშემატკივრებ ''რეალს'' სულით და გულით, განვიცდი და დავტკბები მათთან ერთად. მე არ მინდა ვიხმარო სიტყვა ''გემშვიდობებით'', უბრალოდ გეტყვით ''ნახვამდის''. მადლობა ყველას. მე ვამაყობ იმით, რომ მეცვა ბლანკოსის მაისური მთელი 10 წელიწადი. მე ვამაყობ ჩემი გულშემატკივარით.აქ ყოველთვის თამაშობდნენ მხოლოდ საუკეთესოები, მე შევძელი ნამდვილი აღიარების მოპოვება'' განაცხადა სალგადომ თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში.


მიჩელ სალგადო - ''ორი ერთში''



ბევრი გააკვირვა სალგადოს გადაწყვეტილებამ, გაეგრძელებინა კარიერა პრემიერ ლიგაში. ყველას ეგონა, რომ ამ ასაკში მყოფი ან თავს დაანებებდა ფეხბურთს ან წავიდოდა ამერიკაში, ყატარში, ან რუსეთში. მაგრამ მან აირჩია ''ბლექბერნი''. სემ ელერდაის უყვარდა ესპანელ ვეტერანთან ურთიერთობა. მან იცოდა, რომ ამხელა გამოცდილების მქონე , ამდენი ტიტულის მქონე ფეხბურთელი იქნებოდა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მაგალითის მიმცემი, თან ის ჩავიდა ინგლისში სათამაშოდ და არა კარიერის დასასრულებლად.
კონტრაქტის გაფორმების შემდეგ , მიჩელმა აირჩია 27 ნომრიანი მაისური. მისგან ყველა ელოდა, რომ ის 2 ნომრიან მაისურს აირჩევდა, მაგრამ მან განაცხადა რომ 2-ი ეს მადრიდული კარიერის გამო და 7-ი კი რაულის გამო. ესეთი მაგალითის მომცემი მეგობრობა აკავშირებთ რაულსა და მიჩელს. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ როდესღაც რაული გახდება მწრთნელი და მას კი ექნება იმის საშუალება, რომ იყოს მისი დამხმარე.



მიჩელ სალგადო - ''ორი ერთში''



მისი მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ , მას ისევ შემორჩა ის დენთი რომელიც ახალგაზდობაში ქონდა, განსაჯეთ თქვენ თვითონ:პრემიერ ლიგის 2009/10 წლის სეზონში მან 38 მატჩიდან ჩაატარა 21 , გააკეთა ერთი საგოლე გადაცემა , ერთი მატჩი ჩაატარა ინგილისის თასზე, 4 თამაში ინგლისის ლიგის თასზე და ასევე გაიტანა პირველი და უკანასკნელი გოლი. 2010/11 წლის სეზონში სალგადომ გადააჭარბა მოლოდინს და ჩაატარა 47 მატჩში 3 ტურნირში, ამათგან ყველა მატჩში ის გვევლინებოდა ძირითადში, 11-ჯერ იქნა შეცვლილი, ასევე ქონდა თავის აქტივში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ,ორთაბძოლების მოგებაში! 2011/12 წლის სეზონში მან პრემიერ ლიგაში ჩაატარა 9 მატჩში, აქედან 7 შეუცვლელად დაჰყო მოედანზე!
ამა წლის ივნისში სალგადოს კონტრაქტი იწურება ''როვერსთან'' , ამის შემდეგ კი ვეტერანი სავარაუდოდ დაასრულებს კარიერას.


მიჩელ სალგადო - ''ორი ერთში''


მიჩელის წასვლასთან ერთად , წავიდა კიდევ ერთი ეპოქა კლუბისა. ამ თაობის წარმომადგენლებიდან მხოლოდ კასილასი დარჩა , საბედნიეროდ ის მოვიდა ცოტა მოგვიანებით ვიდრე : სალგადო , გუტი და რაული. ყველაფერი კარგი ადრე თუ გვიან თავდება და ფეხბურთელები , ყველაზე დიდებულებიც კი მიდიან ... მადლობა , მიჩელ! ჩვენ , როგორც შენ აღნიშნე არ გემშვიდობებით ჩვენ უბრალოდ გეტყვით: მომავალ შეხვედრამდე მიჩელ!







პ.ს
მოგეხსენებათ, რომ დღეს ''რეალს'' 110 წელი შეუსრულდა. ეს მოვლენა მინდა მოგილოცოთ სტატიაში და მოგიძღვნათ ''მადრიდის რეალის'' ჰიმნი.







მიჩელ სალგადო - ''ორი ერთში''
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (346)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)