პლატინი: ""რეალი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია"

უეფას პრეზიდენტმა და ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა "ესპანიოლთან" მატჩის შემდგომ "რეალზე" ისაუბრა. აგრეთვე მან ყურადღება "ბლანკოსის" 110 წლის იუბილეზე გაამახვილა...


"2-0-ის შემდგომ სრულიად გადაწყვეტილი იყო მატჩის ბედი. მადრიდის "რეალს" ფანტასტიკური ნახევარდაცვა ჰყავს, ძალზედ სერიოზული დაცვა და ბრწყინვალე შეტევის ხაზი. მართალია, "ბლანკოსს" წინ ურთულესი შეხვედრები ელოდება, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა. გათამაშებას უძლიერესი იგებს, იგი სექტემბერში იწყება და მაისში სრულდება, ასე, რომ კლუბებს ამ ხნის განმავლობაში სტაბილურობა მართებთ."

"რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, უშუალოდ ამ სახელწოდების ტურნირზე ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე კლუბს ზედიზედ მოეგოს. ეს ადასტურებს, რომ ამ ტურნირზე გამარჯვება ურთულეს ამოცანას წარმოადგენს. ასე რომ, სულაც არ არის ძნელად სავარაუდო, რომ ეს ტრადიცია არც ამჯერად დაირღვეს."

"მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალი" ბევრად უკეთ გამოიყურება ვიდრე "ბარსელონა" და შესაბამისად, შედეგიც სახეზეა."

"მადრიდის "რეალმა" შეჰქმნა ახალი ეპოქა ფეხბურთში. სოაცრებაა, როცა გუნდი ზედიზედ ხუთჯერ ახერხებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებას. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ "რეალი" მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო კლუბია თავისი იდეოლოგიით. "რეალი" მითია, ეს არის რაღაც ჯადოსნური..." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (357)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)