კარგი მწვრთნელი, მაგრამ ცუდი მენეჯერი

მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში ჟოზე მოურინიო დანიშნეს გუნდის მენეჯერად. იმაში ორი აზრი არ არსებობს, რომ პორტუგალიელი შესანიშნავი ტაქტიკოსი და სპეციალისტია, თუმცა მისი მენეჯერობის მაღალი დონე ჩემთვის ცოტა არ იყოს საეჭვოა.


მას შეუძლია შემოაბრუნოს ნებისმიერი შეხვედრა, დაამარცხოს ნებისმიერი მეტოქე, გამოიცნოს შესაბამისი ტაქტიკა და მოაგებინოს გუნდს ყველაფერი, რისი მოგებაც შესაძლებელია. თუმცა ბევრ მადრიდისტას და მათ შორის მეც მებადება კითხვა, თუ არის ის გუნდის კარგი მენეჯერი? ვფიქრობ, არა. ერთი შეხედვით, "სამეფო" კლუბი შესანიშნავ ფორმაშია და მისი შეჩერება ფაქტიურად შეუძლებელია, მაგრამ რამდენ ხანს გასტანს ეს არავინ არ იცის. ჩაბი ალონსო, კრიშტიანუ რონალდუ და რამდენიმე მოთამაშე, 2–3 წელიწადში იმ ფიზიკურ კონდიციებში ვეღარ იქნებიან, რომელშიც ახლა გვევლინებიან. სწორედ ამიტომ, ჟოზე მოურინიომ ჩაბის შემცვლელად ნური იყიდა, რომელმაც რეალურად მხოლოდ 1 შეხვედრა დაჰყო მინდორზე.

დიდი ალბათობაა იმისა, რომ ნურის გული აუცრუვდეს და ამდენი ლოდინის გამო გუნდი დატოვოს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ "კასტილიას" ძალიან მცირე ყურადღება ეთმობა. გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელი მეორე გუნდიდან, პაბლო სარაბია ისე გაასხვისეს, რომ ამაზე არც კი დაფიქრებულან. რეალურად, რომ ვთქვათ "სამეფო" კლუბის მეორე ნაკრები არ უნდა თამაშობდეს "სეგუნდა დივიზიონ B"–ში.

ავიღოთ ყველაზე დიდი კონკურენტის, პეპ გუარდიოლას შესანიშნავი მექანიზმი. ის თანდათანობით ახალგაზრდა ფეხბურთელებს აჩვევს ძირითად შემადგენლობაში თამაშს და იმ სტილით ასპარეზს, რომელსაც ახლა "ბარსელონა" გვთავაზობს. ეს იმითაა განპირობებული, რომ ჩავი, ინიესტა, ვილა და პუიოლი თანდათანობით ასაკში შედიან. შესაბამისად, გუარდიოლას სურს, რომ გუნდის გამგრძელებელნი იყვნენ თავისივე აღზრდილი ფეხბურთელები. რაფინია, ტიავო, ტელიო და ისააკ კუეკნა უკვე რამდენჯერმე მოხვდნენ "ბლაუგნარას" სასტარტო შემადგენლობაში, ყურარება მახვიდლება სასტარტო შემადგენლობაზე. რამდენჯერ მოხდა მსგავსი შემთხვევა "რეალში"? არცერთხელ. ჟოზე მოურინიო ისეთ გუნდს აშენებს, რომელიც 3–4 წელიწადში დანგრევის პირას იქნება და ეს ყველაფერი სავარაუდოდ, გუნდში მყოფ სხვა მწვრთნელს დაბრალდება. ამის გათვალისწინებით, ამჟამინდელი თაობის წასვლის შემდეგ კვლავ რამდენიმე ასეული მილიონი ევრო უნდა დაიხარჯოს, რათა გუნდმა სასურველ მდგომარეობას მიაღწიოს.

აქვე გეტყვით, რომ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და მისი გადმოცემა სტატიის სახით გადავწყვიტე. ვინც იზიარებს მას ძალიან კარგი და ვინც არა, მზად ვარ კრიტიკას ვუსმინო. dle 10.1

  • tata
  • 4 მარტი 2012
  • 3907
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)