მადრიდის "რეალი" – "ესპანიოლი"

მადრიდის "რეალი" ის ერთადერთი გუნდია "პრიმერა დივიზიონში", რომელმაც 2012 წელს ყველა გამართულ შეხვედრაში მოიპოვა სამი ქულა და მოუგო ყველას, ვინც კი გზაზე გადაეღობა. ამის გათვალისწინებით, დღეს "ესპანიოლის" მოთამაშეებს ძალიან რთული ჩასატარებელი მატჩი ელით წინ.


მოგეხსენებათ, დღეს ერთმანეთს "სამეფო" კლუბისა და "ლურჯ–თეთრების" მოთამაშეები დაუპირისპირდებიან. ცხადია, ამ მატჩში უდაო ფავორიტი მადრიდის "რეალია" და ალბათ, ძალიან ცოტას თუ ეპარება იმაში ეჭვი, რომ დედაქალაქელები საჭირო ქულებს დაკარგავენ.

საქმე "მერენგთათვის" არც თუ ისე კარგადაა, ვინაიდან ჟოზე მოურინიოს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება. აღნიშნულ მატჩში პორტუგალიელ სპეციალსიტს ანხელ დი მარია, ქარიმ ბენზემა, ნური შაჰინი და პეპე ვერ დაეხმარებიან. ამავდროულად, თავის გამოჩენის ძალიან კარგი შანსი ეძლევათ ხოსე კალეხონსა და გონსალო იგუაინს. სატურნირო მდგომარეობის მხრივ, "თეთრები" პირველ ადგილზე, 64 ქულით იმყოფებიან, ხოლო "ესპანიოლი" მე–9 ადგილს, 33 ქულით სჯერდება. ხსენებულ კლუბებს შორის სხვაობა ძალიან დიდია, კერძოდ 31 ქულა. მადრიდელები "პრიმერას" საკმაოდ დამაჯერებლად ლიდერობენ, სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში კი დიდი სიმჭიდროვეა.

მადრიდის "რეალი" – "ესპანიოლი"


დღევანდელი მატჩის მთავარი პირები, ერთმანეთს "სანტიაგო ბერნაბეუზე" სულ 77–ჯერ შეხვდნენ. აქედან 60–ჯერ "რეალმა" იზეიმა გამარჯვება, 4–ჯერ "ესპანიოლმა", ხოლო 13 მატჩი ყაიმით დასრულდა. 77 დაპირისპირებაში, "მერენგებმა" 214 გოლი გაიტანეს, კატალონიელებმა კი 64–ჯერ შესძლეს ბურთის ბადეში გახვევა.

მადრიდის "რეალი" – "ესპანიოლი"


Realmadrid.com dle 10.1

  • tata
  • 4 მარტი 2012
  • 1276
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (67)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)