სიტის დი მარიას და მარსელოს შეძენა სურს

საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა ინგლისურ საინფორმაციო წყაროებში, რომელიც მადრიდის "რეალის" ორ მოთამაშეს, ანხელ დი მარიას და მარსელო ვიეირას ეხებათ...


თურმე უკვე დიდი ხანია, რაც მანჩესტერ "სიტის" ხელმძღვანელობა თვალი დაადგა ზემოთ ხსენებულ შეგირდებს. ინგლისური გუნდის მესვეურები მზად არიან ორივე მოთამაშის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადონ და ფეხბურთელებს თავად შეუთანხმდნენ კონტრაქტზე.

"სიტის" მთავარ მწვრთნელს მარსელოსთან დაკავშირებით იმის იმედი აქვს, რომ ბრაზილიელს გუნდში ძალიან სერიოზული კონკურენტი ჰყავს პორტუგალიელი ფაბიო კოენტრაოს სახით, რომელიც ყოველთვის სტაბილურად ასპარეზობს და ვიეირას დიდ პრობლემებს უქმნის. რობერტო მანჩინი ბრაზილიელ მცველს გარანტიას აძლევს, რომ იგი მანჩესტერული გუნდის თერთმეტეულის უცვლელი წევრი იქნება.

რაც შეეხება ანხელ დი მარიას, არგენტინელთან დაკავშირებით საქმე გაცილებით რთულადაა, რადგან ნახევარმცველი "რეალის" შემადგენლობაში ბრწყინვალედ ასპარეზობს და როდესაც ტრავმა არ აქვს მუდმივად ხვდება სასტარტოში.

რთულად სათქმელია რა ფასში შეელევა ორ წამყვან მოთამაშეს ჟოზე მოურინიო, მაგრამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, სიტის ხელმძღვანელობას, რომ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება ძალიან გაუჭირდება, თავისთავად ცხადია. dle 10.1

  • Hala
  • 3 მარტი 2012
  • 2772
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)