მოურინიოს პრობლემები რეზერვში

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალს" ხვალინდელ შეხვედრაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა დააკლდება. ამის მიზეზი, ზოგისთვის ტრავმა, ხოლო კონკრეტულად პეპესთვის დისკვალიპიკაცია.


მოსალოდნელია, რომ პორტუგალიელ მცველს, რომელიც ძალიან სტაბილურად და დამაჯერებელად ასპარეზობს მიმდიანრე წელს, შეცვლის რიკარდო კარვალიო. გამორიცხვას არ ექვემდებარება ვარანესა და სერხიო რამოსის ტანდემიც. ფაქტია, პეპე გუნდს ძალიან დააკლდება.

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიკარდო კაკამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. წინასწარი ცნობის თანახმად, ბრაზილიელს მარჯვენა ფეხის ქუსლის ტკივილები აწუხებს. სწორედ ამ მიზეზით, გუშინ 8 ნომერმა ფაქტიურად უსაქმოდ გაატარა სავარჯიშო საათები. შესაბამისად, მოედანზე მესუთ იოზილისა და ხოსე კალეხონის წყვილი წარსდგება. ალბათ, ყველამ იცით, რომ ქარიმ ბენზემასა და ანხელ დი მარიას სერიოზული ტრავმები აქვთ. ერთის მხრივ, გონსალო იგუაინს საკმაოდ კარგი შანსი ეძლევა გააჩუმოს ალაპარაკებული კრიტიკოსები და ყველანაირი მითქმა–მოთქმას წერტილი დაუსვას.

გუნდს, ასევე დააკლდება ფაბიო კოენტრაოც. ამ უკანაკსნელმა დაზიანება სანაკრებო შეხვედრის დროს მიიღო. სამაგიეროდ, მწყობრშია მარსელო, რომელიც მზადაა თავისი მაღალი დონე და პროფსიონალიზმი დაამტკიცოს "ესპანიოლთან" მატჩში, ხოლო ლასანა დიარას ტრავმის გამო, მოედნის ცენტრში კვლავ ხედირასა და ჩაბი ალონსოს დუეტის ხილვაა მოსალოდნელი.

Marca.com dle 10.1

  • tata
  • 3 მარტი 2012
  • 2659
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)