დაცვის ცენტრის ბურჯი

უკვე ყველა მივეჩვიეთ, რომ სერხიო რამოსი დაცვის ცენტრში გვევლინება...


შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა არ იცით იმის შესახებ, რომ რამოსმა არა მოურინიოს ხელში დაიწყო ცენტრში ასპარეზობა, არამედ ვინსენტე დელ ბოსკეს დროს. სერხიო "რეალში" არა ფლანგის, არამედ ცენტრალურ მცველად გადავიდა. მაშინ მარჯვენა ფლანგს მიშელ სალგადო განაგებდა და ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ახლაგაზრდა სევილიელს გამოცდილი ფეხბურთელი შემადგენლობიდან ამოეგდო. თან, იმ დროს "რეალის" დაცვის ხაზი საშინლად გამოიყურებოდა.

წავიდა დელ ბოსკე, მოვიდნენ სხვა მწვრთნელები, თუმცა სერხიო მაინც უმეტეს წილად დაცვის ცენტრში გვევლინებოდა. ფაბიო კაპელოს ფორმაციის გუნდში რამოსი ძირითადად ფაბიო კანავაროს უწყვილდებოდა და პრაქტიკულად გაუვალ დაცვის ცენტრს ქმნიდა, თუმცა სალგადოს "რეალიდან" წასვლის შემდგომ ესპანელმა მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა და ცენტრში იგი პეპემ ჩაანაცვლა. თავადაც კარგად მოგეხსენებათ, თუ რაოდენ წარმატებით იასპარეზა სერხიომ დაცვის აღნიშნულ ფლანგზე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად ჩამოყალიბდა.

გუნდში მოვიდა მოურინიო, პირველ სეზონში რამოსმა კვლავინდებურად ჩვეულ პოზიციაზე იასპარეზა, მაგრამ მეორე სეზონიდან უკვე ცენტრში გადაინაცვლა და მას შემდეგ პორტუგალიელი სპეციალისტი რამოსს სწორედ ზემოთ აღნიშნულ პოზიციაზე ათამაშებს. სერხიომ პირველი წრის მატჩში "ესპანიოლთან", რომელიც "რეალმა" 4-0 მოიგო, ცენტრალურ მცველად იასპარეზა და მას შემდგომ მხოლოდ ერთ შეხვედრაში დაუბრუნდა კუთვნილ პოზიციას.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)