შანსი იგუაინს

იგუაინს შანსი ეძლევა 14 იანვრის შემდეგ პირველად მოახერხოს გოლის გატანა...


როგორც იცით, ქარიმ ბენზემამ ტრავმა მიიღო "ცსკა"-სთან მატჩში და მედიკოსთა ცნობით იგი რამდენიმე კვირას იუქმებს. მის არყოფნაში, ცხადია, დიდი შანსი ეძლევა გონსალო იგუაინს, რამეთუ ჟოზე მოურინიოს სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს. პიპიტამ 2012 წელი კოშმარულად დაიწყო. ყოველივე ამან ის გამოიწვია, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი უმეტესად სწორედ ბენზემას აძლევდა მოედანზე გასვლის საშუალებას.

პიპიტამ ბოლოს ამა წლის 14 იანვარს შეძლო თავის გამოჩენა. გონსალომ "მალაგასთან" შეხვედრაში ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი გაიატანა. ამის შემდგომ იყო ძალიან ცუდი გამოსვლა "ბარსელონასთან". შესაბამისად მას სათადარიგო სკამზე მოუწია გადანაცვლება. მაგრამ, პიპიტას მიუხედავად ამდენი ჩაგდებული მატჩისა და მშრალი სერიისა, საკმაოდ კარგი სტატისტიკა აქვს. საშუალოდ არგენტინელს გოლი ყოველ 77 წუთში გააქვს. ამ მხრივ ლიონელ მესისთან ერთად პიპიტა "ლა ლიგას" ლიდერობს. გარდა ამისა, იგუაინს ბენზემაზე 300 წუთზე ნაკლები დრო აქვს დაყოფილი მოედანზე.

ჟურნალისტებს მხოლოდ საბაბი უნდათ და მყისვე აჟიოტაჟს ატეხენ ხოლმე პრესაში. რა თქმა უნდა, არც იგუაინის თემა გამოპარვიათ და მაშინვე გავრცელდა ჭორები მის "რეალიდან" წასვლასთან დაკავშირებით. "იუვენტუსი", "პსჟ", "სიტი"... ეს იმ გუნდების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც თავს არ ზოგავენ პიპიტას გამო. (ყოველშემთხვევაში პრესაში ასე ხმაურდება).

გონსალოს "ესპანიოლთან" მატჩში, ცხადია, შანსი მიეცემა გოლის გატანისა, მითუმეტეს მაშინ, როცა პიპიტას კატალონიურ კლუბთან თამაში "ეხერხება". არგენტინელმა ფორვარდმა "ესპანიოლის" კარი შვიდჯერ დალაშქრა... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)