მარკოს ალონსო–მარსელოს ალტერნატივა

მარკოს ალონსო "კასტილიის" მარცხენა მცველია, რომელმაც პარასკევს ჩაატარა ვარჯიში "სამეფო კლუბთან" ერთად. ამ ფეხბურთელზე ძალიან ბევრს საუბრობენ. მისი ბაბუა მარკიტოსი გამოდიოდა "რეალის" რიგებში 1954/1962 წლებში. მასთან ერთად თამაშობდნენ დი სტეფანო, ხენტო, ლესმესა, რიალა და სარაგი. მარკოსის მამა აღიზარდა "ბლანკოსის" კანტერაში, მაგრამ წარმატებებს ვერ მიაღწია და განაგრძო კარიერა ჯერ "ატლეტიკოში" (1979–82, 87–89), შემდეგ კი "ბარსელონაში" (1982–87).


პელეგრინი მარკოს ალონსოს განიხილავს, როგორც მარსელოს შემცვლელს. ჩილელი სპეციალისტი აღშფოთებულია მარსელოს ცუდი თამაშით "სანჩეს პისხუანზე". ასევე მნიშვნელოვან თამაშებში ის არ ენდობა დრენტეს და ამიტომ ხედავს კანტერანოს მესამე მარცხენა მცველად. პარასკევს მარკოსმა მეხუთე ვარჯიში ჩაატარა "რეალის" რიგებში. სამი მოსამზადებელი ეტაპის პერიოდში, ხოლო ერთიც 3 სექტემბერს.

მარკოს ალონსო 18 წლისაა. კლუბში ის უკევ ექვსი სეზონია თამაშობს. თამაში დაიწყო "ინფანტილში", სადაც მარცხენა გარემარბად თამაშობდა, მაგრამ "ხუვენილ ბ"–ში ასპარეზობისას ხუან ვისენტე პეინადომ ის მცველად აქცია. გასულ სეზონში ალონსოს დებიუტი ჰქონდა "კასტილიაში" 26–ე ტურში და ითამაშა 10 მატჩი. წლევანდელ სეზონში ის "კასტილიის" უცვლელი წევრია. მან ითამაშა 90 წუთი ექვსივე მატჩში. ასევე ის არის ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი 18–19 წლამდელებს შორის.

კანტერის სხვა მარცხენა მცველები

ნაჩო, რომელიც "კასტილიაში" მარკოსის შემცვლელია, პოზიციით ცენტრალური მცველია. ასევე გამოირჩევიან ჩემა ანტონი, ალვარო გონსალესი – ცენტრალური მცველი, რომელიც ფლანგზე სათამაშოდ გადაიყვანეს. ასევე არის ნირ მანსური, რომელიც ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების წევრია, მაგრამ ამ მომენტში ის არ თამაშობს. ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლება გარსია ნობლეხასი "ხუვენილიდან", რომელიც ასევე არის ესპანეთის 17 წლამდელთა ნაკრებში.


ინფორმაციის წყარო: As.com dle 10.1

  • faqo
  • 11 ოქტომბერი 2009
  • 1823
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)