მოურინიო vs პოჩეტინიო

როგორც იცით, ამ უიქენდზე მადრიდის "რეალი" "ესპანიოლს" მიიღებს საკუთარ მოედანზე. სპეციალისტების ვარაუდით ეს არამარტო ამ ორი გუნდის, არამედ მათი მწვრთნელების უდიდესი დაპირისპირებაც იქნება...


ორი სრულიად განსხვავებული, სხვადასხვა ხედვის, სხვადასხვა სტილის მწვრთნელი, მაგრამ ამავდროულად ბევრი საერთოს მქონე. "ლა ლიგის" მწვრთნელთა სიას რომ გადავხედოთ, წავაწყდებით ორ საკმაოდ საინტერესო პერსონას - ჟოზე მოურინიოსა და მაურისიო პოჩეტინიოს. ორივე მათგანი თავიანთ კლუბებში ეპოქას ქმნის. შეიძლება ბევრს სისულელედ მოეჩვენოს მათი შედარება, მაგრამ პორტუგალიელსა და არგენტინელს ძალიან პევრი საერთო აქვთ, ისევე როგორც განმასხვავებელი ნიშანიც. პირველ რიგში, რაც მათ აერთიანებთ ეს ამბიციაა, იყოს საუკეთესო.

ორივე გუნდის სათმაშო სტილს რომ გადავხედოთ, აღმოვაჩენთ, რომ მსგავსება სულაც არ არის, მაგრამ ორივე მწვრთნელი ცდილობს ფეხბურთელისგან მაქსიმუმი ამოიღოს, არიან ბრწყინვალე ფსიქოლოგები, აქვთ შესანიშნავი ურთიერთობა მოთამაშეებთან. ბევრი თქვენგანი კარგად იცნობთ ჟოზე მოურინიოს გამონათქვამებს, მაგრამ არ იცით ბევრი რამ პოჩეტიონიოს შესახებ. მსგავსად პორტუგალიელი სპეცილისტისა, მაურისიოსაც სჩვევია სკანდალური განცხადებების გაკეთება.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რაოდენ დიდი მითქმა-მოთქმაა ატხეილი ჟოზეს წასვლასთან დაკავშირებით. ისიც გემახსოვრებათ, რომ პორტუგალიელმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ერთ-ერთ პრესკონფერნციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის ეს თემა დახურულია და კონტრაქტის ამოწურვამდე არსად აპირებს წასვლას. ცხადია, პრესაში უკვე ეძებდნენ მოურინიოს შემცვლელს. ერთ-ერთი პირველი კანდიდატი სწორედ მაურისიო პოჩეტინიო გახლდათ, თუმცა "ესპანიოლის" დამრიგებელმა კატეგორიულად უარყო ჭორები მისი კატალონიური კლუბიდან წასვლის შესახებ: "სატრანსფერო ფანჯარაზე არავის შემოთავზებას არ განვიხილავ."

ცნობისთვის, მაურისიო რობერტო პოჩეტინიო ტროსერო არგენტინის პატარა ქალაქ მერფიში დაიბადა 1972 წლის 2 მარტს. როგორც ხედავთ, დღეს მას დაბადების დღე აქვს. მაურისიოს 40 წელი შეუსრულდა. პოჩეტინიომ საფეხბურთო კარიერა არგენტინულ კლუბ "ნიუელსში" დაიწყო. 1994 წელს იგი "ესპანიოლში" გადავიდა და 216 მატჩი ჩაატარა, ამავდროულად 11 გოლის გატანაც მოახერხა. იგი ამპლუით საყრდენი გახლდათ და ხშირად დაცვის ცენტრშიც უწევდა თამაში. 2000 წელს მაურისიომ საფრანგეთისკენ აიღო გეზი და "პსჟ"-სა და "ბორდოს" მაისურიც მოირგო. 2004 წელს "ესპანიოლში" დაბრუნდა და 2006-ში კარიერაც აქვე დაასრულა. საერთო ჯამში, საკლუბო კარიერის განმავლობაში პოჩეტინიომ 509 მატჩი ჩაატარა და 26 გოლიც გაიტანა. მას არგენტინის ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. მაურისიომ 20 შეხვედრაში ორი გოლის გატანაც მოახერხა. 2009 წელს პოჩეტინიო სამწვრთნელო კარიერას შეუდგა. მისი პირველი კლუბი "ესპანიოლი" გახლდათ და დღემდე სწორედ კატალონიურ კლუბს უდგას სათავეში...
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)