ფაბრიკის უიქენდი

მადრიდის "რეალის" სარეზერვო და ასაკობრივი გუნდები უიქენდზე თავიანთ შეხვედრებს გამართავენ...


"კასტილიას" ურთულესი შეხვედრის გამართვა მოუწევს სტუმრად "ტენერიფესთან". კუნძულელები ბრწყინვალედ გამოიყურებიან და მოსალოდნელია, რომ დედაქალაქელებს არაფერს არ დაუთმობენ. ალბერტო ტორილს ამ შეხვედრაში ალექს ფერნანდესი დააკლდება, როგორც იცით მან სამ მატჩიანი დისკვალიპიკაცია მიიღო.

"რეალ მადრიდ ც" საკუთარ მოედანზე მეხუთ ადგილოსან "პუერტა ბონიტას" მიიღებს. ცხადია, მადრიდელები უდავო ფავორიტების რანგშ ეგებებიან შეხვედრას. აღსანიშნავია, რომ ხოსე მანუელ დიასის შეგირდებს 2011 წლის 16 ოქტომბრის შემდგომ არ წაუგიათ.

"ხუნევილ ა" საკუთარ მოედანზე მადრიდულ დერბის გამართავს "ატლეტიკოსთან", აღსანიშნავია, რომ "თეთრებს" ხუთ მატჩიანი მოგებათა სერია აქვთ. "ხუვენილ ბ" გასვლაზე "ატლეტიკო პინტოს" დაუპირისპირდება. მადრიდისტებმა აღნიშნულ გუნდთან პირველ წრეში 3-0 იმარჯვეს. "ხუვენილ ც" კი მეთოთხმეტე ადგილოსან "არავაკას" შეხვდება. აღსანიშნავია, რომ მადრიდისტებმა პირველ წრეში მეტოქე 8-0 გაანადგურეს.

უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს "კადეტე ა" "ატლეტიკოსთან". ამ წყვილს შორის გამარჯვებული ცხრილს ჩაუდგება სათავეში. "კადეტე ბ" კი "ზონა ნორტეს" მიიღებს საკუთარ სტადიონზე. აღსანიშნავია, რომ "თეთრებმა" მეტოქე პირველ წრეში 7-0 გაანადგურეს.

"ინფანტილ ა"-ც მადრიდულ დერბის გამართავს "ატლეტიკოსთან". აღსანიშნავია, რომ "თეთრებმა" უკანასკნელი ხუთი შეხვედრიდან ყველა მოიგეს, გაიტანეს 21 გოლი და მხოლოდ 3 მიიღეს საკუთარ კარში. "ინფანტილ ბ" კი შინ "ლუგოს" მიიღებს. პირველ წრეში მადრიდისტებმა 2-1 იმარჯვეს.

"ალევინ ა" საკუთარ მოედანზე "არავაკს" მიიღებს. პირველ წრეში აღნიშნულ გუნდთან "მერენგებმა" 11-0 გაიმარჯვეს. "ალევინ ბ" კი "სან პასკუალთან" ითამაშებს გასვლაზე. ამ გუნდთან პატარა მადრიდისტებმა პირველ წრეში 5-1 იმარჯვეს

"ბენჟამინ ა" გასვლაზე "ვალეგუადოს" შეხვდება. ხუან კარლოს ხუარესის შეგირდები ბრწყინვალე სეზონს ატარებენ და ამ მატჩში უდავო ფავორიტებად ითვლებიან. რაც შეეხება, "ბენჟამინ ბ"-ს, მადრიდის "რეალის" ყველაზე პატარა წარმომადგენლები "ლა ჩინემეას" დაუპირისპირდებიან გასვლაზე. პირველ წრეში მადრიდისტებმა მეტოქე 12-0 გაანადგურეს...


ფაბრიკის უიქენდი

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (88)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)