შესანიშნავი ხუთეული ანუ ''Quinta del Buitre'' ნაწილი 2

სტატიის ამ ნაწილში იქნება მოყვანილი ინტრევიუები ცნობილ ხუთიანის წევრებთან , მათი აღმასვლა და ბოლო წლები.ასევე აუსრულებელი ოცნება, რომელიც ეხებოდა ''ჩემპიონთა ლიგის '' 7-ჯერ მოგებას.


როგორც უკვე მოგახსენეთ , მიუხედავად ''ლა ლიგაში'' წარმატებისა , ''რამონ მენდოსას'' პრეზიდენტობის ჟამს, გუნდმა მაინც ვერ შეძლო ''ჩემპიონთა ლიგის'' მოგება. თითქოსდა 2 გამარჯვება ''უეფას თასზე'' ამსუბუქებდა სიტუაციას გულშემატკივრებში, მაგრამ მათი ბოლომდე დარწმუნება იმაში , რომ ''რეალი'' საბოოლოდ დაბრუნდა ელიტარულ ფეხბურთში, მხოლოდ და მხოლოდ ''ჩემპიონთა ლიგაზე'' გამარჯვებას შეეძლო, მაგრამ როგორც ჩანს, სურვილებს არ ეწერა ახდენა .
1986/87 წლების სეზონი იყო პირველი მცდელობა ''რეალის'' ''პედრო მენდოსას'' ეპოქაში , ''ჩემპიონთა ლიგაზე'' წარმატებისა. ''იანგ ბოიზი'' იქნა პირველ წრეში დამარჩხებული ორი შეხვედრის ჯამში ანგარიშით 5-1. მეორე ტურში კი ბლანკოსი დაუპირისპირდა ძალიან ძლიერ მეტოქეს ''იუვენტუსის'' სახით, სადაც იმ დოისთვის მოღვაწეუბდნენ საოცრად ძლიერი ფეხბურთელები: ''მიშელ პლატინი'' და ''ჯოვანი ტრაპატონი''.
პირველი მატჩში , რომელიც გაიმართა ''სანტიაგო ბერნაბეუზე'', მთავარ როლს თამაშობდნენ ბლანკოსის ხუთეულის წევრები , რომლებიც ჯიუტად ცდილობდნენ გაერღვიათ ''იუვენტუსის'' ძლიერი დაცვითი ხაზი და გოლი გაეტანათ ''სტეფანო ტაკონისთვის ''
, რომელიც იმ მომენტისთვის ბებერი ქალბატონების კარის დარაჯი გახლდათ. მიუხედავად
''სტეფანოს'' თავდაუზოგავი თამაშისა ''ბუტრაგენიომ'' მაინც შეძლო პირველ ტაიმში დაელაშქრა მისი კარი და ''მადრიდმა'' გაიმარჯვა ანგარიშით 1-0.




შესანიშნავი ხუთეული  ანუ ''Quinta del Buitre''  ნაწილი 2





განმეორებით მატჩში ''ანტონიო კარბინიმ'' გაიტანა სწრაფი გოლი და დააწინაურა ''იუვენტუსი'', მიუხედავად ბებერი ქალბატონების მცდელობისა ,მათ მაინც ვერ შეძლეს ბლანკოსის კარის აღება მეორეჯერ და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. სადაც ''იუვენტუსის'' სამ ფეხბურთელს კერძოდ კი: ''ბრიოს'' , ''მანფრედონიას'' და ''ფავეროს'' ნერვებმა უმტყუნა და '' მადრიდის რეალმა'' შეძლო 1/4 ფინალში გასვლა.
სადაც (ბელგრადის) ''ცვენა ზვეზდა'' დაამარცხა და გავიდა 1/2 ფინალში. იქ კი მათ ელოდა გერმანული სუპერ კლუბი ''მიუნხენის ბაიერნი'', რომელმაც პირველ მატჩში შინ გაანადრუგა ბლანკოსი ანგარიშით 4-1. ''სანტიაგო ბერნაბეუზე '' ბლანკოსმა იმარჯვა ანგარიშით 1-0 , თუმცაღა ისინი გამოეთიშნენ ტურნირს და ოცნება ისევ ოცნებათ დარჩა.
1987/88 წლებს კი ''მენდოსა'' იხსენებდა როგორც სეზონს , რომელშიც ბლანკოსი ძალიან ახლოს იყო ტიტულთან. მათ დაამარცხეს, ''დიეგო მარადონას '', ''ნაპოლი'', წინა წლის ფინალისტები: ''პორტუ'' , და ''ბავარია''. ''რეალი'' კი დამარცხებული იქნა ,ტურნირის აღმოჩენად წოდებულ ''პსვ-ს'' მიერ.


შესანიშნავი ხუთეული  ანუ ''Quinta del Buitre''  ნაწილი 2




პირველი მატჩში ''ნაპოლთან'' , (მატჩში მიმდინარეობდა დახურულ კარს მიღმა , წინა წელს მომხდარი დაპირისპირების გამო, ბავარიას ფეხბურთელებთან) ცნობილი ხუთეულად წოდებული ფეხბურთელები, (თუმცაღა ''პადრესა'' უკვე გადაბარგებული იყო ''სარაგოსაში'' და ხეთეულისან შემორჩა ოთხეული) თამაშობნენ შესანიშნავად. ბევრი ამტკიცებს, რომ პირველ მატჩში ''ბუტრაგენიომ'' აჩვენა თავისი საუკუთესო თამაში ბლანკოსში მოღვაწეობის მანძილზე. პირველი მატჩის ბედი გადაწყვეტილი იქნა პენალტით , რომელიც გამოიყენა ''მიჩელმა''. ''ნაპოლის'' მცველების შეცდომამ გამოიწვია , ლამაზი გადაცემების სერია , რომელმაც აჩვენა რომ ეგრეთწოდებული შესანიშნავი ხუთეული მოწოდების სიმაღლეზე იმყოფებოდა და მშვენივრად უგებდნენ ერთმანეთს მოედანზე.
'' ჩვენ ვიყავით უკეთესები. მახსოვს თამაშის შემდეგ , ჩვენ ყველა შევთამხდით იმაზე, რომ ვაჩვენეთ ულამაზესი თამაში. აღნიშნავდა ''ბუტრაგენიო''.- ბრწყინვალე იყო ''მარადონას'' წინაამღდეგ თამაში. დიეგო იყო საუკეთესო ''ნაპოლის'' შემადგენლობაში, მან მოიგო seria A და მიილტვოდა ''ჩემპიონთა ლიგის'' მოსაგებათაც. პირველი თამაში, მიმდინარეობდა მაყურებლის გარეშე, დახურულ კარს მიღმა, ეს მძიმე იყო ''მადრიდელებისთვის'', რომლებიც მიჩვეული ვიყავით იმას , რომ ჩვენ თამაშებზე დადიოდა ურიცხვი რაოდენობის მაყურებელი და მხარს გვიჩერდა ჩვენ. განმეორებით მატჩში ნეაპოლში ატმოსფერო იყო უბრალოდ შესანიშნავი , მათ ძალიან კარგი და ერთგული გულშემატკივრები ყავთ. ''ნაპოლის'' ფეხბურთელებმა გაიტანეს სწრაფი გოლი და შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ჩემმა გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა. მე დამრჩა ამ მატჩიდან შესანიშნავი მოგონებები'' განაცხადა ემილიომ.
შემდეგი მოწინაამღდეგე ბლანკოსის ნეაპოლელების დამარცხების შემდეგ იყო ''პორტუ''.
პირველი მატჩში ჩატარდა ვალენსიაში ''ბერნაბეუს'' რეკონსტრუქციის და გამო. ბლანკოსმა გაიმარჯვა ანგარიშით 2-1 . პორტუგალიაშიც თეთრებმა იგივე ანგარიშით იზეიმეს გამარჯვებადა გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე.
შემდეგ ეტაპზე ''მადრიდი'' შეხვდა ''ბაიერნს''. პირველ მატჩში გერმანელები წინ გავიდნენ ანგარიშით 3-0 , მაგრამ ''ბუტრაგენიოს '' და ''უგო სანჩესის'' გოლების წყალობით დაფიქსირდა საბოლოო ანგარიში 3-2, რამაც ძალიან ააღელვა გერმანელი გულშემატკივარი.
განმეორებით მატჩში სახლში თეთრებმა იმარჯვეს ანგარიშით 2-0 და გადავიდნენ 1/2 ფინალში, სადაც მათი მოწინაამღდეგე იყო ''პსვ''.
პირველ მატჩში ჰოლანდიელებმა შეძლეს ბლანკოსის შემტევი ხაზის შეჩერება და მათ ''მადრიდიდან '' წაიღეს დამსახურებული ფრე ანგარიშით 1-1.'' ეინთხოვენში'' თეთრებმა საკმაოდ ბევრი სახიფათო მომენტები შექმნეს, მაგრამ მათი დაგვირგივნება ვერ შეძლეს. მადრიდელი ფეხბურთელების დარტყმებს წარმატებით უმკლავდებოდა ''პსვ''-ს გოლკიპერი , ''ჰანს ვან ბრეკელენი'' . (რომელიც შემდეგ ფინალის გმირი გახდა) ჰოლანდიაში საბოლოო ანგარიში 0-0 დაფიქსირდა და ''ჩემპიონთა ლიგის'' მოგების შაანსი ისევ დაიკარგა მადრიდელებისთვის ერთ ნაბიჯში ფინალამდე. ერთადერთი დამამშვიდებელი მადრიდელებისთვის იყო ''ლა ლიგის'' მოგება სადაც ''სანჩესმა'' შეძლო და გაიტანა 29 გოლი.(სურათზე დაბლა)


შესანიშნავი ხუთეული  ანუ ''Quinta del Buitre''  ნაწილი 2





1989 წელს ბლანკოსმა ისევ დათმო ''ჩემპიონთა ლიგის'' მოგების შანსი. გუნდმა პირველი ორი ეტაპი ადვილად გადალახა , პირველი სერიოზული გამოწვევა იყო 1/4 ფინალში ''პსვ''-თან დაპირსპირება. ორივე მატჩი დამთავრდა ანგარიშით 1-1. დამატებით დროში კი ''ვასკესის'' 105-ე წუთზე გატანილმა გოლმა , მისცა საშუალება თეთრებს გადასულიყვნენ შემდეგ ეტაპზე.
მარტო ''მილანი'' ედგათ ფინალისკენ მიმავ გზაზე მადრიდელებს, მაგრამ ეს იყო ბრწყინვალე ''მილანი'' , რომელსაც ედგა საუკეთესო წლები ''არიგო საკის'' მეთაურობით. პირველ მატჩში იტალიელები დომინირდნენ ესპანეთში და მხოლოდ თეთრების დაცვის კარგი თამაშის ხარჯზე დაფიქსირდა საბოლოო ანგარიში 1-1.
''სან სიროზე '' კი იტალიელები ითვლებოდნენ ფავორიტებათ და გაანადგურეს მოწინაამღდეგე კიდეც ანგარიშით 5-0. ''რეალ მადრიდი'' იყო განადგურებული ევროპის საუკეთესო გუნდის მიერ.
შემდეგ წელს ''რეალი'' იქნა დამარცხებული ისევ ''მილანის'' მიერ . ეს იყო ბოლო შანსი ხუთეულისა, რომ მიეღწიათ წარმატებას ''ჩემპიონთა ლიგაზე''.
1990/91 წლების სეზონში ბლანსოკი დამარცხდა ''''მოსკოვის სპარტაკთან 1/4 ფინალში.
''სპარტაკი თამაშობდა ჩვენზე გააზრებულ და დალაგებულ ფეხბურთს , ამბობს ''ემილიო'' ამ კონკრეტულ მატჩზე. მათ ითამაშეს ჩვენზე კარგად და დაიმსახურეს შემდეგ ეტაპზე გასვლა. რა შეიძლება ითქვას ,ჩვენი დრო გავიდა , ჩვენ უნდა მოგვეგო ''ჩემპიონთა ლიგა'' 1987/88 წლებში , მაგრამ არ გაგვიმართლა და დავმარცხდით 1/2 ფინალში ''პსვ'' -თან. შემდეგ კი ჩვენ არ შეგვეძლო გამარჯვება , იმიტომ რომ გამოჩნდა ევროპის საუკეთესო გუნდი იმ დროისთვის ''მილანი''.
'' ის ღამე იყო საშინელი , იმიტომ რომ ''პსვ'' არ იყო საუკეთესო გუნდი იმ წელს ვისთანაც ჩვენ მოგვიწია დაპირისპირება , ჩვენ გადავლახეთ ''მარადონას '' ''ნაპოლი'' ,გავიმარჯვეთ წინა წლის ფინალისტებთან ''პოტუსთან'' და ''ბაიერნთან''. იმ მომონეტისთვის ''ჩემპიონთა ლიგაზე'' გამოდიოდა მხოლოდ ერთი გუნდი ჩემპიონატიდან . აგრძელებს ემილიო, ეს იყო შესანიშნავი დაპირსიპირება ჩვენ ვითამაშეთ სახლში შედეგიანი ფრე, მაგრამ ვერ მოვახერხეთ გასვლაზე გოლის გატანა და გამოვეთიშეთ გათამაშებას .''
''ჩვენ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, მაგრამ მაინც ვერ შევძელით სასურველი შედეგის მოპოვება. ჩვენ ვცდილობდით გაგვეკეთებინა მაქსიმუმი , რომ ეს არ ყოფილიყო საკმარისი და მოგვეგო ტროფეი'' იხსენებს ''მიჩელი''.
''გასახდელში ყველა მოწყენილი იყო,-ყვება ''ბუტრაგენიო'', განსაკუთრებით კლუბის ვეტერანები, რომლებსაც ესმოდათ , რომ შეიძლება ეს იყო ბოლო შანსი მათი რათა მოეპოვებინათ ''ჩემპიონთა ლიგის'' თასი. ''ამსტერდამის'' აეროპორტში მე ვუთხარი ''სანჩისს'': ''მანოლო , მე არ ვიცი გვქენება თუ არა კიდევ ესეთი შანსი''.
''მილანი'' ''საკის'' მეთაურობით იყო ჩვენზე ძლიერი და ამაზე არ ვდაობ ,აღიარა ''ემილიომ'', მაგრამ ვფიქრობ რომ ჩვენ ''პსვ''-ზე ძლიერები ვიყავით და უბრალოთ არ გაგვიმართლა.
''2-ჯერ ''უეფას'' თასის მოგების შემდეგ , ზოგი გამორჩეული ფეხბურთელი წავიდა გუნდიდან და შეიძლება ამან ცოტა დაგვასუსტა, ამბობს ''ხორხე ვალდანო''. ასევე გამოჩნდა ''მილანი'', ''საკის'' მეთაურობით. ''მადრიდი'' გახდა მსხვერპლი ამ ყოვლისშემძლე გუნდისა. მაგრამ თუ მართლაც გეკუთვნის ჩემპიონობა შენ მას მოიგებ . ბევრი აცხადებს , რომ ''ჰოლანდიელები'' იმსახურებდნენ 1974 წლის ''მსოფლიო ჩემპიონატის'' მოგებას, მაგრამ ფინალში გაიმარჯვეს ''გერმანელებმა''. შეიძლება ''ბრაზილია'' იმსახურებდა 1982 წელს გამარჯვებას ,მაგრამ ისინი ფინალშიც ვერ გავიდნენ. ჩვენ ვერ შევძელით გამარჯვების მოპოვება ისეთ მატჩებში სადაც ვალდებულები ვიყავით გაგვემარჯვა . გასაკვირია , რომ ახლაც ახსოვთ და აფასებენ გულშემატკივრები იმ ეპოქის ფეხბურთელებს. შეიძლება ამაშიც არის მათი ტრიუმფი.'' განაცხადა ''ხორხემ''.



შესანიშნავი ხუთეული  ანუ ''Quinta del Buitre''  ნაწილი 2




სინამდვილეში , კონკრეტულ მატჩების შედეგი არც ისე მნიშნელოვანია , მთავარია , რომ ეს ხუთეული აჩვენებდა საოცრად ლამაზ ფეხბურთს.


''გულშემატკივრებს მოწონდათ ფეხბურთი, რომელსაც ჩვენ ვაჩვენებდით ,იხსენებს ''ვასკესი''- და ჩვენ ეს ახლაც გვახარებს მიუხედავად იმისა,რომ ამდენი წელი გავიდა''.

ესეთი იყო არცთუისე ხანგზლივი ექსკურსია შესანიშნავი ხუთეულის: '' la Quinta del Buitre'' ისტორიაში. შეიძლება მათ ვერ შეძლეს ''ჩემპიონთა ლიგის'' მოგება ,მაგრამ ჩვენ ისინი მაინც გვიყვარს, იმიტომ რომ მათ შექმნეს ეპოქა ისეთ დიდებულ კლუბში, როგორიც არის ''მადრიდის რეალი'' და გახდნენ ამ კლუბის ისტორიის ნაწილი.











''პირველი ნაწილი იხილეთ აქ ! '' dle 10.1

  • irakli.g
  • 29 თებერვალი 2012
  • 3169
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)