შანსი იგუაინს

კარიმ ბენზემას ლაზარეთში გამგზავრების შემდეგ, პირველ თერთმეტეულში დამკვიდრების მთავარი კანდიდატი იგუაინია.


არგენტინელი გოლეადორი, ბოლო დროს საკუთარი პოტენციალის გამოვლენას სრულფასოვნად ვერ ახდენს.14 იანვრის შემდეგ, პიპიტას გატანილი გოლი არავის ახსოვს, აქედან გამომდინარე, ფრანგის არყოფნის პერიოდში, გონსალოს კარგი შანსი აქვს, წარუმატებელი, 326 წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტოს და კვლავ დაიბრუნოს მწვრთნელის ნდობა.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რამდენ შეხვედრას იუქმებს კარიმი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მომდევნო ორ დაპირისპირებაში ("რაიო ვალეკანოსთან" და "ესპანიოლთან") იგუაინი საწყისი წუთებიდან გამოჩნდება მწვანე მინდორზე.

მიმდინარე სეზონის მონაცემებით, ბენზემას აქტივში 21, ხოლო იგუაინის აქტივში 17 გოლია.

ცნობისთვის, გუშინ ერთ-ერთ გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში, პიპამ კიდევ ერთხელ უარყო "რეალიდან" წასვლა: "არასოდეს მიფიქრია მადრიდის დატოვება.ჩემს ფიქრებში მხოლოდდამხოლოდ "ბლანკოსთან" ერთად ისტორიის შექმნაა." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)