ეზეკილ გარაი იუბილარია

მადრიდის "რეალის" არგენტინელი მცველი ეზეკილ გარაი იუბილარია. ის 23 წლის გახდა და ძალიან გახარებულია.


გილოცავთ დაბადების დღეს!

დიდი მადლობა. ძალიან გახარებული ვარ, რადგან მუდამ ვღელავ დაბადების დღეზე. დრო ძალიან სწრაფად გადის და ბედნიერები უნდა ვიყოთ, რაც ხდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვცდილობ მივიღო სიამოვნება ხალხისგან, რომლებიც მუდამ ჩემს გვერდით არიან. ღმერთის ძალიან მადლიერი ვარ.

რა არის მნიშვნელოვანი დღევანდელ დაბადების დღეზე?

ის, რომ ვარ ჩემი ოჯახის წევრების გვერდით და ვთამაშობ მადრიდის "რეალში", მსოფლიოს საუკეთესო კლუბში. ეს ოცნებაა და არასოდეს დამავიწყდება დღევანდელი დაბადების დღე, რადგან პირველად ვარ ამ კლუბში, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი.

რა იქნება საუკეთესო საჩუქარი დღევანდელ დღეს?

ვიყო ჯანმრთელი და ჩემი ოჯახი იყოს კარგად. ეს ყველაფერი მე ბედნიერს მხდის. პროფესიონალურ დონეზე მსურს ვითამაშო ბევრი მატჩი "რეალში" და მოვიგო ბევრი ტიტული ამ კლუბთან ერთად.

როგორ აპირებთ აღნიშვნას?

მშობლებთან, ორ პატარა ძმასთან და ორ მეგობართან ერთად ავღნიშნავ ამ დღეს.

რა არის თქვენი სურვილი?

მსურს "სიბელესზე" ბევრი ტიტული ავღნიშნო "სამეფო კლუბთან" ერთად. ჩემმა მეგობრებმა გუნდში უკვე მოიგეს რამდენიმე ტიტული და მითხრეს, რომ ეს შესანიშნავი გრძნობაა. არ შემიძლია ლოდინი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ყველაფერი მოვიგოთ.

რას ფიქრობთ "ალკირონზე", რომელიც "სამეფო თასზე" მეტოქეობას გაგიწევთ?

ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ. ისინი ეთამაშებიან "რეალს" და ამიტომ მოტივირებულნი იქნებიან. პატარა გუნდისთვის "ბლანკოსთან" თამაში ნამდვილად სასიხარულო იქნება.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 10 ოქტომბერი 2009
  • 2503
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)