"ლუჟნიკები" - ხუთ ვარსკვლავიანი სტადიონი მოსკოვში

სწორედ ამ სახელწოდების სტატია მიუძღვნა მადრიდის "რეალის" ოფიციალურმა ვებ-გვერდზმა "ლუჟნიკებს"...


სამშაბათს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი აიღებს სტარტს "რეალსა" და "ცსკას" შორის, სტარტს აიღებს ქალაქში, სადაც არასაფეხბურთო ტემპერატურა, -5 გრადუსზე ნაკლებია მოსალოდნელი, სტარტს აიღებს სტადიონზე, რომლის მინდვრის საფარიც დიდი ხნის მანძილზე -30 გრადუს ყინვაში იმყოფებოდა, მიუხედავად ამისა, ვარაუდობენ, რომ "ლუჟნიკებზე" ამინდი და მინდვრის საფარი არანაირ პრობლემას არ შეუქმნის მატჩის მიმდინარეობას, რამეთუ მოსკოვის სიდიდით ყველაზე დიდი სტადიონი უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა...

მინდვრის საფარი ხელოვნურია და იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ არა საუკეთესო. ცნობისთვის, "ლუჟნიკები" პირველი ხელოვნურ საფარიანი სტადიონია, რომელმაც ევროთასების შეხვედრას უმასპინძლა. საუბარია 2003 წლის უეფას თასის მატჩზე, რომელიც მოსკოვის "ტორპედოსა" და "ვილეარეალს" შორის გაიმართა. გარდა ამისა, სტადიონი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რომელიც უშუალოდ მინდვრის საფარს გაყინვისგან იცავს. უკანასკნელად მატჩი ამ სტადიონზე წინა კვირაში ჩატარდა. ევროპის ლიგის შეხვედრაში მოსკოვის "ლოკომოტივი" ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდა და საფარი შესანიშნავ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"ლუჟნიკები" კარგას მოსაგონარია კრიშტიანო რონალდოსთვის. 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სწორედ აღნიშნულ სტადიონზე ჩატარდა და "მანჩესტერმა" "ჩელსი" დაამრცხა. პორტუგალიელი მაშინ "წითელ ეშმაკებში" გამოდიოდა. იგივეს თქმა შეიძლება ჟოზე მოურინიოზეc, პორტუგალიელმა სპეციალისტმა 2009-2010 წლების სეზონში "ინტერთან" ერთად შეძლო "ცსკა"-ს დამარცხება მოსკოვში ანგარიშით 1-0.(იგივე შედეგი დაფიქსირდა "ჯუზეპე მეაცაზე"). "ლუჟნიკები" ნაცნობი ადგილია კარანკასა და კასილასისთვისაც, ორივე მათგანმა შეუცვლელეად იასპარეზეს 2000-2001 წლების სეზონში მოსკოვის "სპარტაკის" წინააღმდეგ.

"ლუჟნიკები" 1956 წელს გაიხსნა და პირველივე დღეებიდან რუსეთის ცენტრალურ სტადიონად იქცა. ცნობისთვის, იგი ლენინის სახელობის გახლავთ. 1980 წლის ოლიმპიადა სწორედ "ლუჟნიკებზე" გაიხსნა და დაიხურა. 90-იან წლებში მას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. 1998-1999 წლების სეზონში აქ უეფას ტასის ფინალი გაიმართა "პარმასა" და "მარსელს" შორის, ხოლო როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 2008 წელს აქ ჩემპიონთა ლიგის ფინალიც ჩატარდა. როგორც ცნობილია უკვე, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი "ლუჟნიკებზე" გაიხსნება და ფინალური მატჩიც სწორედ იქ გაიმართება.... dle 10.1

  • wishmaster
  • 20 თებერვალი 2012
  • 3314
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)