მოუ: ""ცსკა" სახიფათო გუნდია"

ჟოზე მოურინიომ მოსკოვში პრესკონფერენცია გამართა...


"სანამ უშუალოდ პრესკონფერენციაზე გადავიდოდეთ, მე და ფაბიოს(მოუს პრესკონფერენციაზე კოენტრაო ახლდა) გვსურს, რომ მადრიდის "რეალის" საკალათბურთო გუნდს "კოპა დელ რეის" ჩემპიონობა მივულოცოთ."

"ჩვენ ამ მატჩში გვმართებს, რომ მაქსიმალურად ძლიერად გამოვიდეთ მოედანზე, რადგან ტემაპერატურის და მინდვრის საფარის მხრივ პრობლემები შეგვექმნება. ეს ჩვენთვის ახალი და უჩვეულოა და ამიტომ ამ მატჩში ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება დიდ როლს ითამაშებს, მთავარია ამბიციურად ვითამაშოთ."

""მას შემდეგ, რაც მე "ცსკას"-ს წინააღმდეგ ვითამაშე "ჩელსითა" და "ინტერით" ბევრი არაფერი შეცვლილა. მოსკოვურმა კლუბმა დაკარგა ფეხბურთელები, მათ შორის გამოსარჩევია ვაგნერ ლავი, თუმცა მათ ჰყავთ ორი უმაღლესი კლასის მოთამაშე, დუმბია და მუსა. ეს არის ეკონომიკურად კარგი შესაძლებლობების მქონე კლუბი, აგრეთვე ძალიან ძლიერი და ჩვენ მათი პატივისცემა გვმართებს."

"ჯერ ვერ დავასახელებ იმ 11 ფეხბურთელს, რომლებიც მოედანზე გავლენ, ჯერ არ გადამიწყვეტია და შესაბამისად ეს არც მოთამაშეებმა იციან. პირველ რიგში, ვარჯიშზე ჩვენ ვამუშავებდით, თუ როგორ უნდა გვეთამაშა "ცსკა"-ს წინააღმდეგ, მაგრამ აქამდე არ გადამიწყვეტია, თუ რა სტრატეგიით გავაკეთებთ ამას. ძალიან დაგვაკლდება ლასი, მაგრამ ჩვენ გვყავს ხაბი, შაჰინი, გრანერო და ხედირა. ჩვენი მიზანი ის არის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ და ორი მატჩის ჯამში მეოთხედფინალში გავიდეთ."

"ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ცვლილებების შეტანის მხრივ. ამ შეხვედრაში ფეხბურთელები თავიანთ საუკეთესო მხარეების ჩვენებას შეძლებენ და ცივ გაზონზეც კი საკმაოდ ტაქტიკურად გამართულ მატჩს ჩაატარებენ. "ცსკას"-სთან ხუმრობა დამღუპველი იქნება, მატჩში ჩვენი საუკეთესო უნდა გავიღოთ."

"სიმბოლურია, რომ ჩემი პირველი ჩემპიონთა ლიგის მატჩი სწორედ "ბერნაბეუზე" მქონდა "რეალის" წინააღმდეგ. ეს ჩემპიონატი ძალიან მიყვარს, რადგან აქ რისკზე წასვლაა საჭირო. ლიგაზე მხოლოდ საუკეთესო გუნდები ხვდებიან. ჩვენ უნდა შეცეცადოთ, რომ წინ ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეთ. ამჟამად მხოლოდ მეოთხედფინალში გასვლაზე ვფიქრობთ."

"საერთოდ არ მიყვარს ინდივიდუალურად რომელიმე ფეხბურთელზე საუბარი, მაგრამ ბენზემა თავის მაღალ კლასს ყოველ მატჩში ამტკიცებს, იტანს გოლებს და გუნდს უდიდეს დახმარებას უწევს, მათ შორის დაცვის ხაზშიც. აგრეთვე არ მსურს ვისაუბრო ოქროს ბურთზე, ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ტიტულებია და არა ინდივიდუალური პრიზები."

"ფეხბურთელები ფსიქოლოგურად ძალიან კარგად არიან მზად, როგორც ამ შეხვედრისთვის, აგრეთვე ზოგადად იმ ჩემპიონატებზეც, რომელზეც გამოვდივართ. მიხარია, რომ თითოეულ მატჩს სრული სერიოზულობით ეკიდებიან, ისინი თავდაუზოგავად მუშაობენ, რათა ტიტულები მოიპოვონ, ამისათვის კი თამაშ-თამაშ წინსვლაა საჭირო." dle 10.1

  • wishmaster
  • 20 თებერვალი 2012
  • 2154
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)