მილანური ოცნება - რამოსი-პატოს ბარტერი

დღეს, იტალიურ პრესაში ალეშანდრე პატოს "რეალში" გადასვლაზე ალაპარაკდნენ. რატომღაც, ჟურნალისტებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ბრაზილიელს რამოსში გაცვლიან...


როგორც დღევანდელი სტატიიდან შეიტყვეთ, ალეშანდრე პატოს მიმართ ინტერესს პერესი იჩენს. ბრაზილიელს "მილანში" სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ აქვს და საოცარია, რომ მან "როსონერი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე არ დატოვა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ "პსჟ" და "ჩელსი" აქტიურად ცდილობენ პატოს შეძენას.

დღეს, Corriere dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოსდა ზაფხულზე რამოსისა და პატოს გაცვლა იგეგმება და მათი ცნობით, "მილანი" ამაზე თანახმაა. რამდენად შესაძლებელია ეს ბარტერი, თავად განსაჯეთ. პირველ რიგში, "რეალს" ცენტრ-ფორვარდი არ ესაჭიროება და მეორე მხრივ, სერხიო რამოსი პრაქტიკულად კლუბის სიმბოლოდ იქცა და ძნელად სავარაუდოზე მეტად, წარმოუდგენელია, რომ ესპანელმა "რეალი" დატოვოს... dle 10.1

  • wishmaster
  • 20 თებერვალი 2012
  • 2475
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)