რამოსის და გრანეროს კომენტარები

ესტებან გრანერომ და სერხიო რამოსმა შეხვედრის შემდეგ კომენტარები გააკეთეს...


რამოსი

"დიდი უპირატესობა გვაქვს მდევართან, მაგრამ ეს ნამდვილად არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, დამერწმუნეთ მთავარი ბრძოლები წინ არის, ურთულესი შეხვედრების გამართვა მოგვიწევს პრიმერას სოლიდურ გუნდებთან, სადაც მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და მხოლოდ გამარჯვებაზე ვიფიქროთ."

"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სად ვითამაშებ, სანტანდერელების წინააღმდეგ მარჯვნივ მომიწია ასპარეზობა, ამ პოზიციაზე წლების მანძილზე ვთამაშობდი, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატიც სწორედ მარჯვენა მცველის ამპლუაში მოვიგე, ცენტრში თამაშიც არ არის ჩემთვის უცხო, დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია ასპარეზობა."

"მოსკოვში ასპარეზობა რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი, ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი შედეგის მისაღწევად."

გრანერო

"კარგი თამაში გამოდგა, ყველა რგოლმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და ეს ანგარიშზეც აისახა, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, რაშიც ყველა ფეხბურთელს მიუძღვის წვლილი. დიდი უპირატესობა გვაქვს მეტოქესთან და მშვიდად ვართ, მთავარია მუშაობა გავაგრძელოთ და ჩემპიონობაზე ვიფიქროთ."

"მოსკოვის პირობებზე ნამდვილად არ ვფიქრობთ, რადგან ჩვენ იქ საცხოვრებლად არ მივდივართ, მაქსიმალურად ვეცდებით შეხვედრის მოგებას და განმეორებითი მატჩისთვის მშვიდად მომზადებას." dle 10.1

  • Hala
  • 19 თებერვალი 2012
  • 1484
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)