იგუაინი vs "რასინგი"

გუშინ მოგახსენეთ, რომ გონსალო იგუაინს "რასინგის" კარში ძალიან "უყვარს" გოლების გატანა, ახლა კი მინდა ცოტა ჩავუღრმავდეთ ამ თემას და მოგახსენოთ, რომ პრაქტიკულად არგენტინელი სანტანდერულ კლუბს მარტო ამარცხებს...


როგორც მოგახსენეთ წინა სტატიაში, გონსალო იგუაინმა რვაჯერ იასპარეზა "რასინგის" წინააღმდეგ და ექვსი გოლის გატაანა მოახერხა. "რეალმა" ამ რვა შეხვედრიდან შვიდი მოიგო და ერთიც უგოლო ფრით დაასრულა. ახლა მოგახსენებთ უშუალოდ პიპიტას ასპარეზობაზე სანტანდერული კლუბის წინააღმდეგ და თავად განსაჯეთ თუ რას ნიშნავს ის "რეალისთვის"...

პირველად გონსალომ "რაინგის" წინააღმდეგ თავი 2007-2008 წლების სეზონში გამოიჩინა. "ლა ლიგის" 33-ე ტურში არგენტინელმა ანგარიში გახსნა და უდიდესი წვლილი შეიტანა გუნდის გამარჯვებაში, საბოლოოდ მატჩი 2-0 დასრულდა "რეალის" სასრგებლოდ. 2008-2009 წლების სეზონის 22-ე ტურში "ბლანკოსმა" სანტანდერულ კლუბს იგუაინის ერთადერთი გოლის წყალობით სძლია. იგივე განმეორდა 2009-2010 წლების სეზონშიც, მეთერთმეტე ტურში "რეალმა" კვლავ 1-0 იმარჯვა და გამარჯვების გოლი კვლავ პიპიტამ შეაგდო. ამავე სეზონში, განმეორებით მატჩში, სანტანდერში პიპიტამ ანგარიში გახნსა, ხოლო შემდგომ რონალდოს გაატანინა. ბოლოს კი, მან წინა სეზონში გამოიჩინა თავი, "ბერნაბეუზე", "რეალმა" 6-1 იმარჯვა და აქაც ანგარიში პიპიტამ გახსნა...

საერთო ჯამში, არგენტინელს მიმდინარე "ლა ლიგის" გათამაშებაში 14 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილს ინაწილებს რადამელ ფალკაოსთან ერთად. იმედი ვიქონიოთ, რომ გონსალო მადრიდისტებს დღესაც გაგვახარებს, დაადუმებს კრიტიკოსებს და თემას მისი "რეალიდან" წასვლის შესახებ საბოლოოდ დახურავს... dle 10.1

  • wishmaster
  • 18 თებერვალი 2012
  • 1727
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)