დანიელ კასტელანოსი იგუაინზე

ესპანელმა ექსპერტმა და საფეხბურთო მიმომხილველმა, დანიელ კასტელანოსმა გონსალო იგუაინზე სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც არგენტინელს კრიტიკის ქარცეცხლში ახვევს...


"ძალიან კარგად მესმის, თუ რას ნიშნავს "რეალისთვის" იგუაინი და იგუინისთვის "რეალი". იგი ნამდვილი მადრიდისტაა, მაგრამ მარტო ეს არ კმარა იმისთვის, რომ იყო ნამდვილი "ცხრიანი", რომელიც "ბლანკოსს" შეეფერება, მაგალითად, როგორიც იყო რუუდ ვან ნისტერლოი, ან როგორიც არის ქარიმ ბენზემა. მართალია, რიგ შეხვედრებში პიპიტას გოლები გააქვს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში იგი თავს ვერ იჩენს."

"გავიხსენოთ "რეალისა" "ლიონის" მატჩი პელეგრინის მწვრთნელობისას. არგენტინელმა ფეხბურთელმა პრაქტიკულად გადამწყვეტ მომენტში ვერ მოახერხა გოლის გატანა, ერთი თვის წინ კი, მან რამდენიმე 100%-იანი საგოლე მომენტი გაანიავა. (საუბარია "ელ კლასიკოზე", რომელიც "კამპ ნოუზე" გაიმართა) მართალია მას გააქვს "ბეტისის", "მალაგას" და "სპორტინგის" მსგავს გუნდებთან, მაგრამ სადაც საჭიროა, იქ თავს ვერ იჩენს."

"ბოლო ხანებში გააქტიურდა საუბრები როდრიგოზე, ლორენტეზე, აგუეროზე, ვან პერსიზე, ხვალ შეიძლება მათ სიას რუნი მიემატოს, ზეგ სხვა. მე ვფიქრობ, რომ ეს სრულიად საფუძვლიანადაც ხდება. "ბარსელონასთან" თამაშის შემდგომ, დავრწმუნდი, რომ "ბლანკოსის" მესვეურებმა უნდა იზრუნონ მის შემცვლელზე და იგი სატრანსფერო ფანჯარაზე წარადგინონ." dle 10.1

  • wishmaster
  • 17 თებერვალი 2012
  • 2799
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)