დელ ბოსკე : "რეალი უპირატესობას არ დათმობს"

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ ბარსელონას ჩემპიონობის შანსი თითქმის ნულის ტოლია და გვარდიოლას შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგისა და სამეფო თასის მოგებაზე უნდა გადაიტანონ ყურადღება...


"გვარდიოლას შეგირდებს შანსი არ აქვთ, არ ვამბობ, რომ მათ არ უნდა იბრძოლონ და მადრიდელებს იოლად დაუთმონ ჩემპიონობა, მაგრამ ჟოზე მოურინიოს ფორმაციის რეალისთვის 10 ქულიანი ჰანდიკაპის აღმოფხვრა ურთულესია, უბრალოდ ძალიან რთულია "ბლანკოსმა" ამდენ შეხვედრაში გაანიავოს ქულები და "კულეებს" მისცეს გადასწრების საშუალება, გასათვალისწინებელია, რომ ჩემპიონი უკვე 3 წელიწადია "ბლაუგრანა" ხდება და დრო მოვიდა "მერენგებმა" საკუთარი სიტყვა თქვან."

"მე რომ ვიყო გვარდიოლას ადგილზე მთელ ძალებს სამეფო თასის მოგებასა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაზე გადავიტანდი, რადგან ხსენებულ ტურნირებზე კატალონიელებს ნამდვილად დიდი შანსი აქვთ, ლა ლიგაში კი მათი წარმატების პროცენტული მაჩვენებელი ძალიან ცოტაა."

"გასაგებია, რომ პრიმერა დივიზიონი შუა სტადიას სულ ცოტა ხნის წინ გაცდა და წინ კიდევ უამრავი შეხვედრაა გასამართი, მაგრამ 10 ქულა არ არის სახუმარო, მადრიდული გიგანტი ყველაფერს გააკეთებს თითოეულ შეხვედრაში წარმატების მისაღწევად და პირველი ადგილის შესანარჩუნებლად, მათ ნამდვილად შესწევთ ჩემპიონობის ძალა და არამგონია ამ წელმა ისე გაიაროს, რომ სიბელესზე დედაქალაქელთა ზეიმი არ ვიხილო." dle 10.1

  • Hala
  • 17 თებერვალი 2012
  • 2068
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)