"მადრიდული ოცნება"

"მადრიდული ოცნება"

"მადრიდული ოცნება"...


"რეალმა" დასახულ მიზანს მიაღწია და "პრიმერა" დივიზიონში ჩემპიონობა თითქმის გაინაღდა, თუმცა ამ გუნდის მაქსიმალისტი "ინჩასები" მხოლოდ ამით არ კმაყოფილდებიან და ძალიან სურთ მათ კერპებს "კამპ ნოუზე" მოსისხლე "ბარსელონას" ფეხბურთელებმა საპატიო კორიდორი გაუკეთონ. ესპანეთში წლებია ასეთი ტრადიცია არსებობს. თუ რომელიმე კლუბი ნაადრევად გაიფორმებს "ლა ლიგაში" პირველობას, დარჩენილ მატჩებში ყველა მეტოქემ საპატიო კორიდორი უნდა გაუკეთოს.თეორიულად იმის შანსი მართლაც არსებობს, რომ "ბარსელონასთან" გასვლით დაპირისპირებას "სამეფო კლუბი" ჩემპიონის რანგში შეხვდეს, ოღონდ საამისოდ უშუალო კონკურენტთან 16-ქულიანი ჰანდიკაპი მაინც უნდა ჰქონდეს შექმნილი, რათა "კლასიკოს" შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში კიდევ ხუთი ტური იქნება ჩასატარებელი. ეს ცოტა ძნელად წარმოსადგენი კი არის, მაგრამ "რეალის" გამოუსწორებელი ოპტიმისტი ქომაგები იმედს არ კარგავენ და აცხადებენ, რომ თუ 22 ტურში კატალონიელებთან 10-ქულიანი ჰანდიკაპი შევიქმენით, რატომ არ შეიძლება "ელ კლასიკომდე" დარჩენილ 11 ტურში მათ კიდევ ექვსი ქულით გავუსწარითო. თუ "რეალმა" მიზანს მართლაც მიაღწია, ეს იქნება ისტორიაში რიგით მესამე შემთხვევა, როცა "ბარსა" "რეალს" საპატიო კორიდორს გაუკეთებს.პირველად ეს "ბლაუგრანამ" 1987-1988, ხოლო მეორედ 2007-2008 წლების სეზონში გააკეთა.სააპრილო კლასიკომდე "თეთრებს" გაცილებით უკეთესი კალენდარი აქვთ, რადგან მადრიდელები თერთმეტიდან ექვს შეხვედრას შინ გამართავენ, კატალონიელები კი ამდენს სტუმრად ჩაატარებენ. 21 აპრილამდე "რეალს" ყველაზე რთული დაპირისპირება პამპლონაში, "ოსასუნასთან" ელის, სადაც "ბარსა" ცოტა ხნის წინ დამარცხდა 3:2. სენსაცია სულაც არ იქნება, თუ "ნავარელები" მეორე გრანდსაც გამოუყვანენ წირვას. dle 10.1

  • Mus.7
  • 16 თებერვალი 2012
  • 3920
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)