"უფლისწული" ფერნანდო

"უფლისწული" ფერნანდო

კაცი რომელმაც "რეალი" შეცვალა...


2000წლის 19აპრილს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში მანჩესტერის "ოლდ ტრეფორდზე" "რეალი" "იუნაიტედს" ხვდებოდა.მეორე ტაიმი "სამეფო კლუბის" არგენტინელმა ნახევარმცველმა ფერნანდო რედონდომ ფლანგზე ეფექტურად მოატყუა მასპინძელთა მცველი ჰენინგ ბერგი, "მანჩესტერის" საჯარიმო მოედანზე შეიჭრა და კარის სიახლოვეს მყოფ რაულს გაუკეთა საგოლე გადაცემა.მადრიდელთა შვიდიანს კარის ასაღებად მხოლოდ ბურთისთვის ფეხის დახვედრაღა დასჭირდა.შედეგად "რეალმა" 3:2 მოიგო და ფინალში გავიდა.მატჩის დასრულების შემდეგ რედონდომ აღიარა, ტრიუკი, რომლითაც ბერგი გაამასხარავა, არგენტინაში გამოიგონა და დაამუშავა, მაგრამ ესპანეთში ეს "იარაღი" არასდროს გამოუყენებია და "ოლდ ტრეფორდზე" მისი ამუშავება თავში სპონტანურად მოუვიდა.სერ ალექს ფერგიუსონი კი განცვიფრებას ვერ მალავდა და ამბობდა, შეამოწმეთ ეს ბიჭი, ბუცებში ბურთის მისაზიდი მაგნიტი ხომ არ აქვს დამონტაჟებულიო იმ წელს "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რედონდო კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად სცნეს...

ფერნანდო რედონდო არგენტინული საფეხბურთო სკოლის გამორჩეული მოთამაშეა. "ალბისელესტეს", "არგენტინოს ხუნიორსის", "ტენერიფეს", მადრიდის"რეალისა" და "მილანის" ნახევარმცველი მაღალ დონეზე ასრულებდა ჩამშლელისა და შემქმნელის ფუნქციებს უმაღლეს დონეზე.იგი ყოველთვის თავდაუზოგავად შრომობდა და დიდწილად ის საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ტრავმებმა გააწამეს.

"უფლისწული" ფერნანდო


ფერნანდოს ადრეული ასაკიდან აღმოაჩნდა ფეხბურთის ნიჭი, სიმტკიცე, და უტეხი ხასიათი.მისი პირველი კლუბი "არგენტინოს ხუნიორსი" გახლდათ, სადაც ფერნანდო 15 წლისა ჩაირიცხა, 5 სეზონის განმავლობაში 75-ჯერ დაიცვა თავისი გუნდი.80-იანი წლების მიწურულს ფერნანდოთი "ტენერიფე" დაინტერესდა, მაგრამ "ხუნიორსი" დათმობაზე წასვლას არ აპირებდა, რის გამოც ფერნანდოს გადასვლა ევროპაში შეუძლებელი ხდებოდა.საბოლოოდ "უფლისწული" მაინც "ტენერიფეში" მოხვდა ის საშუალო დონის გუნდათ ითვლებოდა, მალე კუნძულელებს დამრიგებელი შეუცვალეს და სოლარის ნაცვლად ხორხე ვალდანო დაინიშნა.ეს გახდა იმის საბაბი, რომ ფერნანდოს ადაპტაციის განვლა არ დასჭირვებია.1990 წელს რედონდოს წლის მუნდიალზე თამაშის რეალური საშვალება მიეცა, მაგრამ მან თავადვე იუარა იტალიაში გამგზავრება.მსოფლიო ჩემპიონატზე გაუმგზავრებლობა მიზეზად კი სწავლა დაასახელა...

გაგრძელება იქნება... dle 10.1

  • Mus.7
  • 14 თებერვალი 2012
  • 2272
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)