მსოფლიო პრესა რონალდუს გოლზე

როგორც ჟოზე მოურინიომ იწინასწარმეტყველა, კრიშტიანო რონალდუს მესამე გოლმა მსოფლიო შემოიარა. გთავაზობთ, სხვადასხვა სპორტული გამომცემლობების გამოხმაურებებს.


Marca (ესპანეთი):

"შეხვედრა სახიფათო მომენტებით დატვირთული იყო, მაგრამ რონალდუს გოლთან შედარებით, რომელმაც დამსწრე გულშემატკივრები ფეხზე წამოაყენა, არცერთი მათგანი არაფრად არ ღირს. ეს გამსოარჩევი მომენტია.”


AS (ესპანეთი):
"მესამე გოლი ბრწყინვალე გამოვიდა. ეს არამარტო უბრალო დარტყმა, არამედ კომეტის გაფრენას გავდა. ეს იყო წარმოუდგენელი ძალის დემონსტრირება.”


El Pais (ესპანეთი):
"მესამე გოლი რონალდუს ავტოპორტრეტი გახდა, რომლის განთავსებაც პრადას მუზეუმშია შესაძლებელი. ის გენიოსია. მისი დარტყმა საჯარიმოს ხაზს გარეთ რაღაც ღვთიური იყო, რომელიც შეიძლება მხოლოდ გამორჩეულ ფეხბურთელებს ეკუთვნოდეთ. ბურთი თავიდან მაღლა აფრინდა, შემდეგ კი ზუსტად მეკარესთან ჩაეშვა.”


El Mundo (ესპანეთი):
"რონალდუს დარტყმამ ბურთი თვითდამიზნებად ტომაჰავკის ტიპის რაკეტად აქცია.”


Bola (პორტუგალია):
"რონალდუს მესამე გოლი მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოა.”


Denoticias.pt (პორტუგალია):
" ”მადრიდის რეალმა” რონალდუს დახმარებით მოიგო. თავიდან პორტუგალიელმა თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა. 50-ე წუთზე მან იგუაინის გადაცემა გამოიყენა, ხოლო 57-ე მან ნამდვილი ბომბი ააფეთქა, რომელიც მატჩის მოვლენად იქცა.”


La Gazetta Dello Sport (იტალია):
"რონალდუს გოლი გასროლილ ქვას გავდა. ეს იყო ძლიერი დარტყმა მარჯვენა ფეხით პირდაპირ შორეულ ცხრიანში, რომლის შემდეგაც ფეხბურთელი მოურინიოს ჩაეხუტა.”


Corriere Dello Sport (იტალია):
" ”მადრიდის რეალმა” კრიშტიანო რონალდუს უმაღლესი კლასის გოლის დახმარებით იმარჯვა.”


Ole (არგენტინა):
"მადრიდული გუნდი მეორე ნახევარში თავის თავს რონალდუს დახმარებით დაემსგავსა, რომელმაც დიდოსტატური დარტყმით გაიტანა მესამე გოლი.”


SkySports (დიდი ბრიტანეთი):
"პორტუგალიელმა ას-მა თავისი მე-6 ჰეთრიკი გაიფორმა 57-ე წუთზე ბრწყინვალე შორეული დარტყმით.”


Daily Telegraph (დიდი ბრიტანეთი):
"რონალდუმ თავის აქტივში მორიგი ჰეთრიკი ჩაიწერა. მან 30 მეტრიდან ფანტასტიკურად დაარტყა.”


The Guardian (დიდი ბრიტანეთი):
"შემდეგ რონალდუმ ჰეთრიკი გაიფორმა, ეს მისი მე-13 ჰეთრიკი იყო ”მადრიდის რეალის” რიგებში. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა სულ 27 ბურთი გაიტანა.”


Sports Illustrated (ა.შ.შ.):
"ეს იყო შორეული დარტყმა, რომელიც ”ლევანტეს” მეკარეს თავზე გადააფრინდა და ცხრიანში მოთავსდა.”


ESPN (ა.შ.შ):
"რონალდუმ თავის აქტივში მესამე გოლი ულამაზესი შორეული დარტყმით გაიტანა.”


ESPN (ბრაზილია):
"მესამე გოლი აღმაფრთოვანებელი იყო და ის ნამდვილად იმსახურებს ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გატანილ მე-4000 გოლის ტიტულს.”


dle 10.1

  • shvela
  • 14 თებერვალი 2012
  • 5532
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)