იგუაინის მე-200 შეხვედრა

გუშინდელი შეხვედრა, რომელიც მადრიდის "რეალმა" ვალენსიურ "ლევანტესთან" გამართა, გონსალო იგუაინისთვის მეორასე აღმოჩნდა...


არგენტინელი ფეხბურთელი სამეფო კლუბს 2007 წელს შეუერთდა. მაშინ პიპიტა ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დაიმკვიდრა ადგილი "ბლანკოსთა" რიგებში.

გონსალომ სამეფო კლუბში მოსვლის შემდეგ 2-ჯერ მოახერხა ლა ლიგის მოგება, ასევე მის ანგარიშზეა ერთი ესპანეთის სუპერ თასი და ერთიც Copa Del Rey.

პიპიტას დებიუტი სამეფო კლუბში ბეტისის წინააღმდეგ შედგა, მას შემდეგ იგუაინმა 200 შეხვედრა გამართა და მის ანგარიშზე 94 გოლია. სერხიო რამოსის და იკერ კასილასის შემდეგ მას ყველაზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული დედაქალაქური კლუბის რიგებში.

გონსალოს ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს, იგი საშუალოდ ყოველ 67 წუთში ერთხელ ახერხებს მეტოქის კარის აღებას. ახალგაზრდა ფორვარდი ყოველ სეზონში გამოირჩევა შედეგიანობით.

მიმდინარე წელს გონსალოს ანგარიშზე უკვე 17 გოლია. 14-ჯერ მან ლა ლიგაში იხეირა, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგაში, ერთხელ კი სამეფო თასზე.

იგუაინის მე-200 შეხვედრა
dle 10.1

  • Hala
  • 13 თებერვალი 2012
  • 1464
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)