"რეალმა" "ერკულესის" 4 ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიმატა

მადრიდის "რეალის" კანტერა "ერკულესის" აკადემიიდან ოთხმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა შეავსო. რამონ მარტინესმა შეიძინა სეგუნდას კლუბის ოთხი აღზრდილი. საუბარია ხოსე როდრიგესზე (14 წლის) და რაფაელე პაესზე (15 წლის), რომლებიც შეავსებენ A კადეტებს, ხოლო ცოტათი უფროსები ხორხე ბელტრანე და ხოსე მონტესინოსე გააძლიერებენ ხუვენილ C-ს.


ამ საოცარ ტრანსფერებზე ჟურნალ As-თან ისაუბრა "ერკულესის" საკლუბო ბაზის დირექტორმა მიგელ არასილმა: "საოცარია, რომ "რეალმა" აირჩია ოთხი ფეხბურთელი ერთი გუნდიდან, როცა მათ აქვთ შესაძლებლობები დააკვირდნენ სხვა ფეხბურთელებს. მათ ისინი ზედმეტი პრობლემების გარეშე შეიძინეს, რადგან ზოგიერთები აქ შემადგენლობაშიც კი არ იყვნენ". მიგელ არასილის აზრით მხოლოდ ფორვარდ ხოსე როდრიგესს შეუძლია გახდეს მაღალი კლასის მოთამაშე. ის ითვლება "ერკულესის" აკადემიის "მარგალიტად": "ის იყო ერთადერთი, რომლის გაშვებასაც არ ვაპირებდით, მაგრამ მან წასვლა გადაწყვიტა".

არასილმა განაცხადა, რომ რამონ მარტინესის ერთ–ერთმა დამხმარე ამ ფეხბურთელებით ვალენსიაში მიმდინარე ტურნირზე დააკვირდა, სადაც მონაწილეობას იღებდა "ერკულესი". მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურნირზე მონაწილეობას იღებდნენ ისეთი გუნდები, როგორებიც "ვალენსია" და "სარაგოსა" არიან. სწორედ "ერკულესის" ფეხბურთელებმა მიიპყრეს განსაკუთრებული ყურადღება, როცა ერთ–ერთი მატჩი მოიგეს ანგარიშით 7:0. არასილს აქვს თავისი მოსაზრება "რეალის" გამოუცნობ მოქმედებებთან: "ამ მოთამაშეებიდან ერთ–ერთს აქვს კარგი მომავალი".


ინფორმაციის წყარო: As.com dle 10.1

  • faqo
  • 10 ოქტომბერი 2009
  • 2481
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)