სად გაიმართება თასის ფინალი?

ამ კითხვაზე პასუხი, პირადად მე დიდად არ მაღელვებს და ჩემი პრიორიტეტი ნამდვილად არ არის ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას დახმარება გავუწიო და სტადიონი მოვაძებნინო, უბრალოდ მინდა ერთ პატარა პრობლემაზე გესაუბროთ.


ევროპის ისეთ დიდ საფეხბურთო ქვეყნებში, როგორებიც: ინგლისი, გერმანია და საფრანგეთი არიან, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ დგას ხოლმე, რამეთუ ყველაფერი წინასწარ არის გათვლილი.ინგლისელებმა სეზონის დასაწყისში იციან, რომ თასის ბოლო შეხვედრა ლეგენდარულ "უემბლიზე" შედგება, იქაური დროით, 17 საათსა და 15 წუთზე.ასეა გერმანიაშიც, სადაც ბერლინის ოლიმპიური არენა მასპინძლობს ფინალურ ეტაპს.რაც შეეხება იტალიასა და ესპანეთს, აქ ჯერ არავინ იცის, სად და როდის შედგება ქვეყნის თასის ფინალი.

ჩემი აზრით, პირინეზეც უნდა იყოს გამოყოფილი საფეხბურთო არენა, სპეციალურად ამ შეხვედრისთვის, საუბარი მაქვს ისეთ სტადიონზე, რომელიც "უემბლის" მსგავსად, არცერთი კლუბის საკუთრება არაა და ნეიტრლურად ითვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაწყდებით პრობლემას - თასის ფინალისტები გარკვეულნი არიან, ხოლო თუ როდის და სად შედგება მათი ჯახი არავინ იცის.

ბუნებრივია, რომ "სანტიაგო ბერნაბეუ" უარს იტყვის უმასპინძლოს "ბარსელონას" და ამაში გასაკვირი არაფერია.მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს "ნოუ კამპზეც" 2004 წელს.

ერთი სიტყვით, ერთხელ და სამუდამოდ ესპანეთშიც უნდა მოაწესრიგონ ეს სისტემა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)