მოურინიო "განსაკუთრებულობამდე"

ბუნებრივია, როგორც მსოფლიოს მწვრთნელების უმრავლესობა, მოურინიოც "The Special one"-მდე საფეხბურთო კარიერით იყო დაკავებული.


აღსანიშნავია, რომ ადამიანი, რომელმაც პორტუგალიაში, ინგლისსა და იტალიაში თავისი ეპოქა შექმნა, საკმაოდ მოკრძალებული ფეხბურთელობი გახლდათ.მოუს პროფესიონალური კარიერა 1980 წლიდან 1987 წლამდე გრძელდება.ამ პერიოდის განმავლობაში მან 90 თამაში ჩაატარა ისეთი გუნდების რიგებში, როგორებიც არიან: Río Ave, Os Belenenses, Sesimbra და Comercio e Industria.რა თქმა უნდა, მოთამაშის ამპლუაში მოუ არ იყო "განსაკუთრებული" და ჯერ კიდევ კარგა ხნის წინ აღნიშნა: "ჭკვიანი ადამიანი ვარ.ვიცოდი, რომ ჩემი კარიერა წინ აღარ წავიდოდა და მეორე დივიზიონში თამაშს, საერთოდ წავედი მოედნიდან."

ალბათ, ჟოზე გრძნობდა, რომ მომავალი სამწვრთნელო დონეზე დიდი წარმატებები ელოდა და სწორედ ამიტომაც აირჩია გზა.ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, მან განათლებას დაუთმო დრო და როგორც ხედავთ, არცთუ ურიგოდ.

გეტყვით, რომ "განსაკუთრებული" ფელიქს მოურინიოს შვილია, რომელიც "ბელენსეშისა" და "ვიტორია სეტუბალის" დამსახურებული მეკარეა.უფროსმა მოუმ ხელთათმანების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ, სწორედ დამრიგებლობა დაიწყო "რიო ავეს" შემადგენლობაში.პორტუგალიაში იხსენებენ, რომ უმცროსი მოურინიო ნახსენებ კლუბში გამოსვლის დროს, მამას სამწვრთნელი მოვალეობის შესრულებაშიც ეხმარებოდაო.კერძოდ, ის ინფორმაციებს აგროვებდა მოწინააღმდეგეებზე.

ერთი სიტყვით, 1987 წელს ფეხბურთმა დაკარგა რიგითი მოთამაშე, მაგრამ მიიღო "განსაკუთრებული" მწვრთნელი. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)