რეალს ბორხა ვალეროს დაბრუნება უნდა

ბორხა ვალერო ესპანური ფეხურთის ერთ-ერთი უნიჭიერესი ნახევარმცველია და ახლა ის ვილიარეალის ღირსებას იცავს.


მოგეხსენებათ ის მადრიდის რეალის აღზრდილია, მაგრამ მთავარ გუნდში მან მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. მისი კარიერა მადრიდში ვერ აეწყო და შესაბამისად მან დატოვა სამეფო კლუბი და წავიდა მალიორკაში, ამის შემდეგ მან თავი ვესტ ბრომიჩში ამოყო, დღეს კი ყვითელი წყალქვეშა ნავის ღირსებას იცავს.

მას შემდეგ, რაც მადრიდის რეალში გაამართლა კანტერანო ხოსე კალეხონის დაბრუნებამ, სამეფო კუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კიდევ ერთი ექს-მადრიდისტა დააბრუნონ მშობლიურ კლუბში. El Mundo Deportivo-ს ცნობით 27 წლის ნახევარმცველში ვილიარეალი "სულ რაღაც" 40 მილიონ ევროს ითხოვს. რა თქმა უნდა არც ერთი კლუბი არ არის მზად ამ თანხის გადასახდელად.

მადრიდის რეალს ძალიან სჭირდება ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერება, ამ პოზიციაზე ბევრი ფეხბურთელია, მაგრამ მოურინიო კვლავ ეძებს ალონსოს მეწყვილეს, აგრეთვე ბასკის პოტენციურ შემცვლელს. ბორხა ვალერო 27 წლისაა, ეს არის იდეალური ასაკი ცენტრალური ნახევარმცველისათვის. აგრეთვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გულშემატკივრები ვალეროს დიდი სითბოთი შეხვდებიან, რადგან მადრიდისტებს ყოველთვის უხარიათ კანტერანოების კლუბში დაბრუნება. dle 10.1

  • SunSay
  • 8 თებერვალი 2012
  • 2509
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (375)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)