პენალტსაც გატანა უნდა...

უცხო ნამდვილად არ არის, რომ კრიშტიანუ რონალდუს ბევრს აკრიტიკებენ, როგორც მადრიდში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.


რა თქმა უნდა, კრიტიკოსები პორტუგალიელის გოლეადორობას აღიარებენ, თუმცა ამბობენ, რომ რონის გატანილი ბურთების უმრავლესობა თერთმეტ მეტრიანი ნიშნულის დამსახურებაა.პირადად მე, აღნიშნულ მოსაზრებას არ ვიზიარებ, რამეთუ ვეყრდნობი ფრაზას "პენალტსაც" გატანა უნდა.თერთმეტი მეტრიდან შეგდებული გოლი, ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და მისი ზუსტად შესრულება უწინარეს ყოვლისა, გუნდზე აისახება (გაიხსენეთ ბაჯოს მიერ გაფუჭებული პენალტი ან თუნდაც რონალდუს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში - ავტ.).

აქვე მოგახსენებთ, მესისა და რონალდუს ესპანეთში დარტყმული პენალტების სტატისტიკას.არგენტინელმა "ბარსას" მაისურით 27-ჯერ გაისროლა, საიდანაც გოლად მხოლოდ 20 გარდაისახა.სწორედ ლეოს ვერგატანილი თერთმეტრიანის დამსახურებაა ("სევილიასთან") ის, რომ ახლა "რეალსა" და "ბლაუგრანას" შორის 7 ქულაა და არა 5.
რაც შეეხება რონალდუს მადრიდისეულ მაჩვენებლს, მას 24 პენალტიდან მხოლოდ ერთი აქვს მიზანს დაცილებული.ეს ფაქტი "ალმერიასთან" თამაშში დაფიქსირდა.

ერთი სიტყვით, კრიშტიანუს გაკრიტიკება ბევრი პენალტის დარტყმის გამო, ნამდვილად ურიგოა.როგორც ზემოდ აღვნიშნე, თერთმეტ მეტრიანი ფეხბურთის ნაწილია და მასაც გატანა უნდა.ასე, რომ თითოეულმა მადრიდისტამ მხოლოდამხოლოდ მადლობა უნდა გადავუხადოთ მეგა-ვარსკვლავს, თითოეული გატანილი გოლის გამო!

პ.ს. აღნიშნული სტატია მიზნად არ იასახავს რონალდუსა და მესის შედარებას.პორტუგალიელის კრიტიკოსების მომრავლების გამო მოვიყვანე მისი პირდაპირი კონკურენტის სტატისტიკა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)