Goal: რონალდუმ მესის აჯობა

როგორც მოგეხსენებათ, Goal–ი ყოველი თვის ბოლოს ერთმანეთს ადარებს კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის, სადაც წარმოდგენილია ექსპერტთა და გულშემატკივართა ფავორიტი. ამ თვის მიხედვით, საუკეთესო სწორედ მადრიდელთა 7 ნომერი გახდა.


ლეომაც და კრიშტიანუმაც რამდენიმე შეხვედრა გამართეს, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ ჩააგდეს შეხვედრა. რონალდუმ ეს ბილბაოს "ატლეტიკთან" გააკეთა, ხოლო მესიმ "ვილიარეალთან", თუმცა პორტუგალიელმა ბასკებს გოლი მაინც გაუტანა.

Goal–ის ჟურნალისტი:"ჩვენმა საიტმა ჩაატარა გამოკითხვა, თუ ვინ იყო იანვრის თვეში უმჯობესი. არჩევანი მათ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შორის უნდა გაეკეთებინათ. ქომაგთა დიდმა ნაწილმა, თავის ფავორიტად პორტუგალიელი მიიჩნია, რაც ხმათა რაოდენობაშიც აისახა".

ამ უკანასკნელს მხარი 59–მა პროცენტმა დაუჭირა, ხოლო არგენტინელს 41–მა. დაახლოებით, 50 ათასი ადამიანი კრიშტიანუს ემხრობა, 37 ათასი კი კატალონიელ გარემარბს. აქედან გამომდინარე, "მადრიდისტებმა" უნდა იამაყონ თავისი მოთამაშით.

ექსპერტთა კომენტარები – ექსკლუზიურად Goal–ისთვის:

James, Nigeria, on Goal.com:"რა თქმა უნდა, ამ თვეში რონალდუ იყო უკეთესი. მას ისეთი უნარები გააჩნია, რაც მესის არ აქვს, მაგრამ დრიბლინგის მხრივ ლეო მსოფლიოში ნომერ პირველია".

"კრიშტიანუმ იცის, თუ სად უნდა იმყოფებოდეს ნებისმიერ მომენტში. მას ყველა სიტუაციის გოლად რეალიზება და გარდაქმნა შეუძლია, რაც მან ამ თვეში რამდენჯერმე შესძლო".

Grinch, USA, on Goal.com:"ვგონებ, რომ თვის საუკეთესო ფეხბურთელი "ლა ლიგაში" მესია. მან არაერთხელ დაგვამახსოვრა თავი დრიბლინგით, რამდენიმე გოლით და შესანიშნავი რეიდებით. რასაკვრიველია, რონალდუმაც კარგად იასპარეზა, თუმცა მე ლიონელს ვემხრობი"

Epivalley007, on Goal.com:"ვიცი ხალხი მესისკენაა, თუმცა ეგოისტი უნდა იყო, რომ რონალდუ ამ თვეში უალტერნატივოდ არ მიიჩნიო. ალბათ, ამას არგენტინელის ქომაგებიც აცნობიერებენ".

Lee, England, on Goal.com:"გადახედეთ სტატისტიკას და მიხვდებით ვინ იყო უმჯობესი. ამის მიხედვით, ლეო გაცილებით ეფექტური გახლდათ, ვიდრე რონალდუ. პორტუგალიელმა ძალიან კარგი თვე ჩაატარა, მაგრამ მესის ვერაფრით აჯობა".

Angry Fan, on Goal.com:"რონალდუ მესის ნახევარს უდრის. შევხედოთ დარტყმების სტატისტიკას და მივხდებით, რომ გენიოსი გაცილებით ზუსტია. კრიშტიანუს გოლების დიდი რაოდენობა აქვს დაგროვებული, თუმცა ეს ჯარიმების ხარჯზე მოხდა".

Ab, on Goal.com:"ლეო მესი ხშირად აფუჭებს მომენტებსა და თერთმეტმეტრიანებს, რაც რონალდუს ნამდვილად არ სჩვევია. პორტუგალიელი ძალიან იშვიათად აცუდებს საგოლე მომენტს".

Helsea Ikwanga, on Facebook:"ავიერომ იცის, თუ როგორ წარმოქმნას ხიფათი და გაიტანოს გოლი, ხოლო მესი ამას თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე აკეთებს".

Goal.com dle 10.1

  • tata
  • 3 თებერვალი 2012
  • 5918
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)