კარანკას პრესკონფერენცია

როგორც მოგახსენეთ, დღევანდელ პრესკონფერენციაზე აიტორ კარანკა წარსდგა ჟურნალისტების წინაშე. მან განაცხადა, რომ "ხეტაფე" არის საკმაოდ ძლიერი მეტოქე, რომლის დამარცხება ადვილი ნამდვილად არ იქნება.


"საბედნიეროდ, ჩაბი ალონსომ მოახერხა სწრაფად გამოჯანმრთელება და მას უკვე შეუძლია მოედანზე თამაში. "ხეტაფე" ძალიან ძლიერი მეტოქეა, რომლის დამარცხებაც ადვილი ნამდვილად არ იქნება. თანაქალაქელებმა საკუთარ კედლებში ისეთი კლუბი სძლიეს, როგორიცაა კატალონიის "ბარსელონა". ლუის გარსიას გუნდი დაცვაში ძალიან დამაჯერებელია, ისევე როგორც კონტრ–შეტევების დროს".

კარანკას გრანეროზეც ჰკითხეს და მან "ელ პირატი" შეაქო:"ის ძალიან ნიჭიერი და სარგებლის მომტანი ფეხბურთელია. როცა იგი მინდორზე გამოდის, ყოველთვის კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც ესტებანს უნდა დავუფასოთ".

აიტორი კაკას და შაჰინს შეეხო:"რიკარდო ძალიან კარგ ფორმაში იყმოფება, რაც ბოლო მატჩებში მისმა ასპარეზობამ ნამდვილად დაადასტურა. ბრაზილიელი ყოველდრიურად ბევრს შრომობს და შესაბამისად, ჩვენი ნდობაც მისადმი კიდევ უფრო გაიზარდა. იგი მშვენივრად გრძნობს თავს და მას არანაირი პიზიკური პრობლემები არ გააჩნია".

"შაჰინი ძალიან მონდომებულია. რა თქმა უნდა, აქ უფრო დიდი დატვირთვით მუშაობს და ვიმედოვნებთ, რომ თურქი ამ ბარიერს დასძლევს და კვლავინდებურად ითამაშებს, როგორც ეს გერმანიაში მოასპარეზე ერთ–ერთ საუკეთესო ფეხბურთელს შეეფერება".


მადრიდელთა მწვრთნელი დი მარიასა და კარვალიოზე:"დი მარიამ ტრავმა თითქმის ბოლომდე მოიშუშა, თუმცა იგი 100%–ით მზად არ არის. ცხადია, მისი არ ყოფნა დიდი დანაკლისია. იგივეს თქმა შემიძლია კარვალიოზეც, რომელიც პიზიკურ წუნს განიცდის. მას ყოველთვის შეუძლია დაცვის თამაშის გამოსწორება, მაგრამ მას მცირე დაზიანება აღენიშნება, ეს კი ნამდვილად ცუდი ფაქტია".

და ბოლოს, სპეციალისტს კითხვა ესპანელ არბიტრებზე დაუსვეს:"რასაკვირველია, ესპანეთის ზოგიერთი მსაჯი ბოლომდე მზად არ არის. ყველამ კარგად ნახეთ, თუ რა მოხდა "კოპა დელ რეიზე". მე არ ვსაუბრობ სხვების შესახებ, მაგრამ ყველაფერი თვალასაჩინოა. რეფერთა შეცდომას ჩვენ ყოველთვის ავღნიშნავთ. იმ შემთხვევაში, თუ არბიტრები ჩვენ გვეხმარებიან, ამას ყოველთვის ამბობს "რეალის" სამწვრთნელო შტაბი".

Realmadrid.com dle 10.1

  • tata
  • 3 თებერვალი 2012
  • 2254
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)