რონალდო კვლავ ლიდერია

მაშ ასე, რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ჩემპიონატების ტურები შუა კვირაშიც ჩატარდა... ცხადია, ბევრი გოლიც გავიდა, თუმცა კრიშტიანო რონალდო კვლავაც ლიდერობს ევროპის ბომბარდირთა დავას....


კრიშტიანო რონალდოს ამჟამად 24 გოლი აქვს გატანილი "ლა ლიგაში", შესაბამისად, კლასიპიკაციაში მის ანგარიშზე 48 ქულაა. მეორე ადგილს 46 გოლითა და ამდენივე ქულით ესტონეთის კლუბ "ტრანს ნარვას" თავდამსხმელი, ცეკულაევსი იკავებს, მესამე კი ლიონელ მესი გახლავთ. აქვე შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ქულები სხვადასხვაგვარად იწერება. მაგალითად, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, ინგლისისა და საფრანგეთის ჩემპიონატში გოლი ორ ქულად ფასობს, თურქეთში, რუსეთში, უკრაინასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში 1.5-ად, ხოლო დანარჩენში ერთად.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ თუ კრიშტიანომ კიდევ ერთხელ მოახერხა ევროპის ოქროს ბუცის მოგება, მაშინ იგი ამ ჯილდოს რეკორდსმენი გახდება. აქამდე იგი სამჯერ არავის მოუგია, ხოლო ორჯერ მისი აღება ეუსებიომ, გერდ მიულერმა, დუდუ გეორგესკუმ, ფერნანდო გომესმა, ალი მაკკოისტმა, მარიო ჟარდელმა, ტიერი ანრიმ და დიეგო ფორლანმა მოახერხეს. გარდა რონალდოსი, ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში იგუაინიცაა ჩართული, მას 14 გოლი და შესაბამისად 28 ქულა აქვს, მაგრამ ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ გონსალოს შანსები მინიმალურია...

რონალდო კვლავ ლიდერია
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)