რონალდო: "დიდი მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის"

დეკემბერში ჩაგდებული კლასიკოს გამო პორტუგალიელ ვარსკვლავს ბერნაბეუზე ხშირად უსტვენდნენ. ბოლო მატჩებში კი როგორც ჩანს ფანებმა აზრი შეიცვალეს და რონალდოს მხურვალე აპლოდისმენტებით ასაჩუქრებენ. თავად ფეხბურთელი არ მალავს, რომ მოხარულია შეცვლილი მდგომარეობით და სარაგოსასთან მატჩის შემდეგ განაცხადა: "დიდი მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის."


ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტსაც, რომ შეიცვალა რა მხოლოდ ურთიერთობა ფანებსა და კრიშტიანოს შორის, არამედ მისი თამაშის სტილიც. ფეხბურთელმა აშკარა პროგრესი განიცადა ბარსასთან ჩატარებული შეხვედრების შემდეგ. ის უფრო აქტიურად მიმართავს პრესინგს და ხშირად ეხმარება გუნდს დაცვაში.

ყველაფერი მალიორკასთან მატჩში დაიწყო, როდესაც მადრიდელთა შვიდიანმა იმდენად კარგად იასპარეზა, რომ მოურინიოს შექებაც დაიმსახურა. "რონალდომ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. მან გააკეთა 36 პასი და სამჯერ ჩამოვიდა დაცვაში, მეტოქეთ კონტრშეტევების შესაჩერებლად." - ჟოზე. ამ შეხვედრიდან 4 დღის შემდეგ, სამეფო თასზე რონალდომ კიდევ უფრო პროდუქტიულად იასპარეზა, მან მოახერხა მეტოქის 6 გადაცემის ჩაჭრა (არაფერი რომ ვთქვათ გატანილ გოლზე). შემდეგ მატჩებში კიდევ უფრო მოუმატა რონალდომ დაცვაში თამაში და გოლებთან ერთად შავ სამუშაოსაც ასრულებდა გუნდისათვის. მისი "მკვდრეთით აღდგომა" კი ვიხილეთ კატალონიურ გრანდთან განმეორებით მატჩში, სადაც ის ბრწყივალედ გამოიყურებოდა და გაკრიტიკების უფლებას არავის აძლევდა. სარაგოსასთან მატჩისთვის რონალდოს ანგარიშზე მეტოქის ხუთი ჩაშლილი კონტრშეტევა იყო. საშუალოდ კი რონალდო მეტოქეს ამ მატჩამდე 4.4-ჯერ ართმევდა ბურთს. ეს მაჩვენებელი კი მალიორკასთან მატჩამდე 2.7-ს შეადგენდა. ეს არის მისი დაცვაში თამაში, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მისი პირდაპირი მოვალეობა შეტევა, სადაც სტატისტიკა შემდეგია: ბარსასთან ორივე მატჩში თითო გოლი, ატლეტიკთან 2 და სარაგოსასთან 1.

საერთო ჯამში მიმდინარე სეზონში რონალდოს ანგარიშზე მეტოქისათვის 69 ართმეული ბურთია, (შედარებისათვის ხედირას ეს მაჩვენებელი შეადგენს 47ს), ხოლო გასულ სეზონში კრიშტიანოს ანგარიშზე 20 ტურის ჩათვლით 40 წართმეული ბურთი იყო, მთელი სეზონის განმავლობაში კი 75. მოკლედ და კონკრეტულად ფაქტი სახეზეა CR7 უფრო და უფრო უმატებს თამაშის ხარისხს, შესაძლოა ამ მაჩვენებლებს ბევრი თქვენგანი წვრილმანად მიიჩნევს, მაგრამ საჩემპიონო ბრძოლაში, როდესაც შენი მეტოქე კატალონიის ბარსელონაა ყოველ წვრილმანს აქვს მნიშვნელობა. dle 10.1

  • SunSay
  • 1 თებერვალი 2012
  • 4631
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)