რობერტო კარლოსი რეალში ბრუნდება

მადრიდის "რეალის" ერთ-ერთმ ვარსკვლავმა AS-სთან საუბარში განაცხადა, რომ იგი სამეფო კლუბში დაბრუნებას აპირებს.


როგორც გაირკვა, 36 წლის ბრაზილიელ მცველს უკვე დიდი ხანია თურქული კლუბი, "ფენერბახჩეს" დატოვება და მადრიდის "რეალში" დაბრუნება სურს. ასევე კარლოსმა განაცხადა, რომ იგი კლუბში მინიმუმ ნახევარი და მაქსიმუმ ერთი წელი იქნება. ამასთანავე რობერტო კლუბისგან ანაზღაურებას არ აიღებს, რაც თვითონ ფეხბურთელის სურვილია.

"მე ზამთრის სატრნსფერო ფანჯრის გახსნისთანავე "ფენერბახჩეს" დატოვებას ვაპირებ და იანვრიდან ივნისამდე სამეფო კლუბში დავბრუნდები. ვინ იცის, თუ შევძლებ შეიძლება ერთ წლიან კონტრაქტსაც მოვაწერო ხელი." განაცხადა რობერტო კარლოსმა.

- მართლა ანაზღაურების გარეშე აპირებთ გუნდში დაბრუნებას?
"რა თქმა უნდა. მე მადრიდის "რეალში" ყველაფერი მოვიგე და ამ კლუბის მადლიერი ვარ. მინდა რომ ჩემი ასეთი ქმედებით დავეხმარო რეალს."

რობერტო კარლოსი სამეფო კლუბში 1996-დან 2007-მდე ირიცხებოდა. ამ პერიოდში კი მან "რეალთან" ერთად ოთხჯერ ესპანეთის თასი მოიგო და სამჯერ ჩემპიონთა ლიგა. საუბრის ბოლოს კი რობერტომ დასძინა, რომ "რეალის" ფეხბურთელობის გარდა მას ასევე "კასტილიის" მწვრთნელობა სურს. ასე რომ იანვრიდან თეთრების ყოფილ ვარსკვლავს ერთ-ერთ ამპულაში ვიხილავთ (ან ფეხბურთელად, ან მწვრთნელად).


ინფორმაციის წყარო: EuroSport.Com & As.Com

სტატიის ავტორი: EL Gio
dle 10.1

  • Junior
  • 8 ოქტომბერი 2009
  • 3691
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (37)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)