გრანერო მატჩის შემდეგ

"სამეფო" კლუბის ნახევარმცველმა, ესტებან გრანერომ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "პრიმერა დივიზიონში" ნებისმიერი შეხვედრა რთულად მოსაგებია და გამონაკლისი არც გასული მატჩი იყო.


"მოხარული ვარ, რომ მოვიპოვეთ დამაჯერებელი და დამსახურებული გამარჯვება. ქულები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათი დაკარგვა წარმოუდგენელია. "პრიმერა დივიზიონში" ნებისმიერ გუნდთან თამაში სირთულეს წარმოადგენს და გამონაკლისი არც ეს დაპირსპირება გახლდათ".

"მეტოქე გუნდი საკმაოდ კარგად იყო მომზადებული და მეტ–ნაკლებად კარგადაც ითამაშეს. "სარაგოსამ" გააკეთა ის, რაც ბევრი გუნდისთვის სანატრელია. ვიმედოვნებ, რომ ჩაბი ალონსომ სერიოზული ტრავმა არ მიიღო. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა "ლოს ბლანკოსში" და შესაბამისად, მისი არ ყოფნა საკმაოდ დიდი და სერიოზული დანაკლისი იქნება".

აქვე გეტყვით იმასაც, რომ "ელ პირატს" სათამაშოდ 90 წუთი მიეცა. მან საკმაოდ ნორმალურად ითამაშა და დაამტკიცა, რომ "რეალის" დონის ფეხბურთელია. ცხადია, ეს ყველაფერი თვალსაჩინო იყო, მაგრამ ახლა უფრო ნათელი გახდა (–ავტ).

Realmadrid.com dle 10.1

  • tata
  • 29 იანვარი 2012
  • 2292
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)